|
20-10-2010, 19:33
15 ნოემბერს "ოქროს პერგამენტის" ლაურეატობის კანდიდატთა დასახელება დასრულდება.
წლის ადამიანებისა და კომპანიების ლაურეატობის კანდიდატების დასახელების უფლება აქვთ დაინტერესებულ პირთა საინიციატივო ჯგუფებს (არანაკლებ სამი წევრისა), დაწესებულებებსა და კომპანიებს, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფონდებს და ა.შ..
წარმოდგენილი კანდიდატები შეყვანილნი იქნებიან გამოკითხვის ანკეტაში, რომლის საფუძველზედაც საკონსულტაციო კვლევითი ჯგუფი GCG საქართველოს მასშტაბით ლაურეატების გამოსავლენად გამოკითხვას ჩაატარებს. გამოკითხვა 25 ნოემბერს დაიწყება.
კანდიდატების დასახელების მსურველებმა ახალი ამბების სააგენტო GHN-ში უნდა წარმოადგინენ წერილი, სადაც მითითებული იქნება, თუ რომელ მომონაციაში სახელდება კანდიდატი (სავალდებულო არ არის კანდიდატების ყველა ნომინაციაში წარმოდგენა). წერილს უნდა დაერთოს სამოტივაციო ბარათი, სადაც აღნიშნული იქნება, რატომ იმსახურებს კონკრეტული პირი, პროექტი თუ კომპანია "ოქროს პერგამენტის" ლაურეატის წოდებას.
2010 წელს "ოქროს პერგამენტი" შემდეგ ნომინაციებში გაიცემა:
წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვანი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, კომპანია, პროექტი, ბრენდი, კომუნიკატორი, უცხოური კომპანია (რომელიც საქართველოში ეწევა საქმიანობას).
"ოქროს პერგამენტის" ლაურეატების ვინაობა კი, ტრადიციისამებრ, 24 დეკემბერს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ "ოქროს პერგამეტი" წელს მეოთხედ გაიცემა. დასახელდება "ოქროს პერგამენტის" საპატიო ლაურეატიც.
გასულ წლებში სხვადასხვა ნომინაციაში "ოქროს პერგამენტის" ლაურეატები არიან: საქართველოს კათალიკოს-პეტრიარქი ილია მეორე, პაატა ბურჭულაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, რობერტ სტურუა, ნინო ბურჯანაძე, ინგა გრიგოლია, ვახო სანაია, ნინო შუბლაძე, ია ანთაძე, დენის კიფი, პატრიცია ფლორი, მანუჩარ კვირკველია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, ირაკლი ცირეკიძე, კობა სუბელიანი, სანდრა რულოვსი, "ვანის საგანძური" _ დავით ლორთქოფანიძე, "ნათელი ქრისტესი - საქართველო" - ნესტან კირთაძე, "ფონდი "იავნანა" _ პაატა ბურჭულაძე, მამუკა ხაზარაძე, გიორგი გოგუაძე, მაია რჩეულიშვილი, "ლუდსახარში ნატახტარი"; "თელიანი ველი", "ავერსი", თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს ბანკი, "ჯეოსელი", "მაგთი", "სახალხო ბანკი".
ნომინატების წარმოდგენა შესაძლებელია მისამართზე: თბილისი, ლეონიძის 1, ოფისი 3, 144571, 892712020 დამატებითი ინფორმაციისთვის: pergamenti2010@ghn.ge |
|