|
24-12-2012, 10:28
24 დეკემბერს "წლის ადამიანებისა და კომპანიების" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი", საკონსულტაციო ჯგუფ "GCG"-ის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, 2012 წლის "ოქროს პერგამენტის" ლაურეატებს შემდეგ ნომინაციებში დაასახელებს: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვანი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი, უცხოური კომპანია. ასევე გაიცემა საპატიო "ოქროს პერგამენტი". გამოკითხვა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყება, მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება.
"ტრადიციულად, შევეცდებით მოვიცვათ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი. გამოიკითხება ყველა ასაკობრივი ჯგუფისა და სოციალური ფენის 3 ათასამდე რესპოდენტი. გამოკითხულებს თავისუფალ რეჟიმში შეეძლებათ დაასახელონ წლის ადამიანი და წლის პოლიტიკოსი. სხვა ნომინაციებში გამოკითხვის ანკეტებში შეყვანილნი იქნებიან წინასწარი რეიტინგული გამოკითხვით შერჩეული კანდიდატები", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენის" დირექტორი გოჩა მირცხულავა.
გასულ წლებში სხვადასხვა ნომინაციაში "ოქროს პერგამენტის" ლაურეატები არიან: საქართველოს კათალიკოს-პეტრიარქი ილია მეორე, პაატა ბურჭულაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ნინო ბურჯანაძე,მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ალასანია, რობერტ სტურუა, ზურაბ ლეჟავა, გიორგი ოვაშვილი, დავით კიკალიშვილი, ინგა გრიგოლია, ვახო სანაია, ნინო შუბლაძე, ია ანთაძე, ნოდარ მელაძე, დენის კიფი, პატრიცია ფლორი, მამუკა ხაზარაძე, გიორგი გოგუაძე,პაატა კურტანიძე, მაია რჩეულიშვილი, სოსო ფხაკაძე, მანუჩარ კვირკველია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ირაკლი ცირეკიძე,ნოდარ ქუმარიტაშვილი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, კობა სუბელიანი, სანდრა რულოვსი,"გმირი" - თაკო ფხაკაძე, "ვანის საგანძური" - დავით ლორთქიფანიძე, "ნათელი ქრისტესი - საქართველო" - ნესტან კირთაძე, "ფონდი "იავნანა" - პაატა ბურჭულაძე, "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე", "აღმაშენებლის გამზირი და განახლებული გუდაური" - გიგი უგულავა, "ლუდსახარში ნატახტარი, "გალფი", რომპეტროლი", "კავკასუს ინლაიანი", "იმედი L", "თელიანი ველი", "ავერსი", "აქსისი", თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს ბანკი, "ჯეოსელი", "მაგთი", "სახალხო ბანკი", "სოკარი", "ლიბერთი ბანკი". |
|