დღეს "ოქროს პერგამენტი - 2010"-ის ლაურეატები დასახელდებიან » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს "ოქროს პერგამენტი - 2010"-ის ლაურეატები დასახელდებიან სიახლე
24-12-2010, 13:55
დღეს, 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, "ოქროს პერგამენტის" 2010 წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. წლის ადამიანებისა და კომპანიების გამოსავლენად საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 2600-მდე რესპონდეტმა მიიღო. ახალი ამბების სააგენტო GHN-ის გენერალიური დირექტოის გოჩა მირცხულავას განცხადებით, წელს ოქროს პერგამენტი 11 ნომინაციაში გაიცემა.

"მიმდინარე წელს გამოკითხვა განსხვავებული ფორმით ჩატარდა. რესპოდენტებს თავისუფალ რეჟიმში შეეძლოთ დაესახელებინათ წლის ადამიანი, სხვა ნომინაციებში კი ანკეტებში შეყვანილი იყვნენ კანდიდატები, რომელებიც საინიციატივო ჯგუფებმა და ცალკეულმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს", - განაცხადა მირცხულავამ.

წელს ღონისძიებას "ბაგრატიონი" უმასპინძლებს. ღონისძიების სპონსორები არიან კომანია WE ARE, ითი და არტ ფლორ დიზაინი.

"ოქროს პერგამენტი 2010"-ის ნომინანტები არიან:

წლის პოლიტიკოსი:

ალასანია ირაკლი
თარგამაძე გიორგი
სააკაშვილი მიხეილ
სუბარი სოზარ
უგულავა გიგი

წლის ბიზნესმენი:

გურგენიძე ვლადიმერ
ფხაკაძე სოსო
შუხმანი ბურკხარდ
ჭირაქაძე გიორგი
ხაზარაძე მამუკა
ჭყონია თემურ

წლის ხელოვანი:

ათანელი ლადო
ანანიაშვილი ნინო
ვარსიმაშვილი ავთანდილ
კვესიტაძე თამარ
სურგულაძე ნინო

წლის ჟურნალისტი:

ბერიძე ეკა
ინაშვილი ირმა
კვესიტაძე ეკა
კიკალიშვილი დავით
მაისურაძე ირაკლი
პაიჭაძე დავით
სიჭინავა თეა
ფოლადიშვილი ელგა
ხოფერია ეკა

წლის სპორტსმენი (გუნდი):

ანანიძე ჯანო
ფაჩულია ზაზა
ცირეკიძე ირაკლი
ქუმარიტაშვილი ნოდარ (გარდაცვალების შემდეგ)
საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები
საქართველოს საკალთბიურთო ნაკრები

წლის პროექტი:

განახლებული ბათუმი
მცხეთის რეკონსტრუქცია
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი _ მედია-კავშირი "ობიექტივი"
ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე
"ვანოს შოუ"
"შუა ქალაქში"

წლის კომპანია:

ავერსი
ელიტ ელექტრონიკსი
ისეთერნ პრომიუშენი
პროკრედიტ ბანკი
სოფლის ნობათი
ჯეოსელი
TBC-ბანკი
UGT

წლის ბრენდი:

ბარამბო
ლიბერთი ბანკი
სილქტივი
ტექნობუმი
წლის კომუნიკატორი:
სილქნეტი
კავკასუს ინლაიანი
ბილაინი

წლის უცხოური კომპანია:

რაკინი
რომპეტროლი
სოკარი
ჰაიდელბერგი

გასულ წლებში სხვადასხვა ნომინაციაში "ოქროს პერგამენტის" ლაურეატები არიან: საქართველოს კათალიკოს-პეტრიარქი ილია მეორე, პაატა ბურჭულაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, რობერტ სტურუა, ნინო ბურჯანაძე, გიორგი ოვაშვილი, ინგა გრიგოლია, ვახო სანაია, ნინო შუბლაძე, ია ანთაძე, დენის კიფი, პატრიცია ფლორი, მანუჩარ კვირკველია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, ირაკლი ცირეკიძე, კობა სუბელიანი, სანდრა რულოვსი, "ვანის საგანძური" _ დავით ლორთქოფანიძე, "ნათელი ქრისტესი - საქართველო" - ნესტან კირთაძე, "ფონდი "იავნანა" _ პაატა ბურჭულაძე, მამუკა ხაზარაძე, გიორგი გოგუაძე, მაია რჩეულიშვილი, "ლუდსახარში ნატახტარი"; "თელიანი ველი", "ავერსი", თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს ბანკი, "ჯეოსელი", "მაგთი", "სახალხო ბანკი".
 
 

ასევე:

  • დღეს "ოქროს პერგამენტის" ლაურეატები დასახელდებიან
  • სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმა“ წლის ადამიანები და კომპანიები გამოავლინა
  • “ჯი-ეიჩ-ენმა "ოქროს პერგამენტი-2009"-ის ლაურეატი წლის ადამიანები დაასახელა
  • ოქროს პერგამენტის ლაურეატობის კანდიდატთა დასახელება სრულდება
  • "ოქროს პერგამენტის" 2010 წლის ლაურეატების გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge