"ოქროს პერგამენტის" 2010 წლის ლაურეატების გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"ოქროს პერგამენტის" 2010 წლის ლაურეატების გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს ---
2-12-2010, 00:22
"ოქროს პერგამენტის" 2010 წლის ლაურეატების გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს. წლის ადამიანებისა და კომპანიების გამოსავლენად გამოკითხვას, ტრადიციულად, ახალი ამბების სააგენტო GHN და საკონსულტაციო კვლევითი ჯგუფი GCG ატარებენ.

ორგანიზატორების განცხადებით, სულ გამოკითხული იქნება 2600 რესპოდენტი. გამოკითხვაში ჩართული იქნებიან ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები.

მიმდინარე წელს გამოკითხვა განსხვავებული ფორმით ტარდება. ერთადერთი ნომინაცია, სადაც რესპოდენტებს ეძლევათ თავისუფალი არჩევნის საშუალება, არის "წლის ადამიანი", სხვა ნომინაციებში გამოკითხვის ანკეტაში მითითებულია კონკრეტული კანდიდატები, რომლებიც საინიციატივო ჯგუფებისა და ცალკეული ორგანიციების მიერ არიან დასახელებულნი.

"გამოკითხვისას მოცული იქნება საქართველოს ყველა რეგიონი და ყველა სოციალური ფენა. შესაბამისად, ნებისმიერი კანდიდატისა თუ მათი რეკომენდატორების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა ახალი ამბების სააგენტო GHN-ის დირექტომა გოჩა მირცხულავამ.

მისი თქმით, დაჯილდოების ცერემონიალზე არ მოხდება გამოკითხვის ანკეტაში შეყვანილთა რეიტინგების გამოქვეყნება.

"ჩვენს მიზანს წარმოადგენს გამარჯვებულების გამოვლენა და არა კონკურენტებს შორის რეიტინგების განსაზღვრა-დადგენა. შესაბამისად, ვინ რა პროცენტით გაუსწრებს თავის კონკურენტს, ამაზე აქცენტს არ გავაკეთებთ. "ოქროს პერგამეტის" დაჯილდოების ცერემონიალი არის ერთგავრი ზეიმი, ანუ საზოგაროების მიერ მადლიერების გამოხატვა კონკრეტული პირისა თუ კომპანიის მიმართ, მისი საქმიანობის გამო", - განაცხადა მირცხულავამ.

"ოქროს პერგამენტი 2010"-ის დაჯილდოების ცერემონიალი, ტრადიციულად, 24 დეკემბერს გაიმართება. წელს ღონისძიების მასპინძელი "ბაგრატიონი 1882" იქნება. გამარჯვებულთათვის პრიზები კი, როგორც გასულ წლებში, წელსაც ზარაფხანაში დამზადდება.

გაგაცნობთ საინიციატივო ჯგუფებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ნომინაციების მიხედვით დასახელებულ კანდიდატებს, რომელებიც შეყვანილნი არიან გამოკითხვის ანკეტაში.

წლის პოლიტიკოსი:

ალასანია ირაკლი,
თარგამაძე გიორგი,
სააკაშვილი მიხეილ,
სუბარი სოზარ,
უგულავა გიგი;

წლის ბიზნესმენი:

გურგენიძე ვლადიმერ,
ფხაკაძე სოსო,
შუხმანი ბურკხარდ,
ჭირაქაძე გიორგი,
ხაზარაძე მამუკა,
ჭყონია თემურ,

წლის ხელოვანი:

ათანელი ლადო,
ანანიაშვილი ნინო,
ვარსიმაშვილი ავთანდილ,
კვესიტაძე თამარ,
სურგულაძე ნინო;


წლის ჟურნალისტი:

ბერიძე ეკა,
ინაშვილი ირმა,
კვესიტაძე ეკა,
კიკალიშვილი დავით,
მაისურაძე ირაკლი,
პაიჭაძე დავით,
სიჭინავა თეა,
ფოლადიშვილი ელგა,
ხოფერია ეკა;

წლის სპორტსმენი (გუნდი):

ანანიძე ჯანო,
ფაჩულია ზაზა,
ცირეკიძე ირაკლი,
ქუმარიტაშვილი ნოდარ (სიკვდილის შემდეგ),
საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები,
საქართველოს საკალთბიურთო ნაკრები;

წლის პროექტი:

განახლებული ბათუმი,
მცხეთის რეკონსტრუქცია,
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი - მედია-კავშირი "ობიექტივი",
ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე,
"ვანოს შოუ",
"შუა ქალაქში";

წლის კომპანია:

ავერსი,
ელიტ ელექტრონიკსი,
ისეთერნ პრომიუშენი,
პროკრედიტ ბანკი,
სოფლის ნობათი,
ჯეოსელი,
TBC-ბანკი,
UGT;

წლის ბრენდი:

ბარამბო,
ლიბერთი ბანკი,
სილქტივი,
ტექნობუმი;

წლის კომუნიკატორი:

სილქნეტი,
კავკასუს ინლაიანი,
ბილაინი;

წლის უცხოური კომპანია:

რაკინი,
რომპეტროლი,
სოკარი,
ჰაიდელბერგი.

 
 

ასევე:

  • დღეს "ოქროს პერგამენტი - 2010"-ის ლაურეატები დასახელდებიან
  • სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმა“ წლის ადამიანები და კომპანიები გამოავლინა
  • დღეს "ოქროს პერგამენტის" ლაურეატები დასახელდებიან
  • ოქროს პერგამენტის ლაურეატობის კანდიდატთა დასახელება სრულდება
  • “ჯი-ეიჩ-ენმა "ოქროს პერგამენტი-2009"-ის ლაურეატი წლის ადამიანები დაასახელა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge