სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმა“ წლის ადამიანები და კომპანიები გამოავლინა » News.GTU.ge



«    აპრილი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმა“ წლის ადამიანები და კომპანიები გამოავლინა ---
25-12-2010, 01:32
საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ ორგანიზებით "ოქროს პერგამენტი 2010“-ის წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას "ბაგრატიონი 1882"-მა უმასპინძლა. ღონისძიების სპონსორები იყვნენ კომპანია WE ARE, „ითი“ და „არტ ფლორ დიზაინი“.

საკონსულტაციო კვლევითი ჯგუფის, "ჯი-სი-ჯის" მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგად, წლის ადამიანები და კომპანიები გამოვლინდნენ. წლის ადამიანებისა და კომპანიების გამოსავლენად საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 2600-მდე რესპონდეტმა მიიღო.

გამოკითხვის მიხედვით, წლის ადამიანი ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე გახდა. აღსანიშნავია, რომ წლის ადამიანი ერთადერთი ნომინაცია იყო, სადაც "ოქროს პერგამენტის" ფარგლებში გამოკითხულ მოსახლეობას კანდიდატი თავად უნდა დაესახელებინა.

წლის პოლიტიკოსი გახდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამ ნომინაციაში, მის გარდა, წარდგენილნი იყვნენ ირაკლი ალასანია, გიორგი თარგამაძე, სოზარ სუბარი, გიგი უგულავა.

წლის ბიზნესმენად UGT -ის გენერალური დირექტორი და ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე დასახელდა. ამ ნომინაციაში, ჭირაქაძის გარდა, კანდიდატებად დასახელებულნი იყვნენ ვლადიმერ გურგენიძე, სოსო ფხაკაძე, ბურკხარდ შუხმანი, მამუკა ხაზარაძე, თემურ ჭყონია.

გამოკითხვის მიხედვით, წლის ჟურნალისრად ტელეგადაცემა P.S.-ის წამყვანი, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი დავით კიკალიშვილი დასახელდა. ამ ნომინაციაზე, მის გარდა, წარდგენილი იყვნენ ეკა ბერიძე, ირმა ინაშვილი, ეკა კვესიტაძე, ირაკლი მაისურაძე, დავით პაიჭაძე, თეა სიჭინავა, ელგა ფოლადიშვილი, ეკა ხოფერია.

წლის სპორტსმენის ტიტული, გარდაცვალების შემდეგ, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპულ მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილს მიენიჭა. ნომინაციაში წლის სპორტსმენი (გუნდი) დასახელებულნი იყვნენ ჯანო ანანიძე, ზაზა ფაჩულია, ირაკლი ცირეკიძე, საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები,საქართველოს საკალთბურთო ნაკრები.

ნომინაციაში წლის პროექტი გამარჯვებულად ორი პროექტი დასახელდა: "განახლებული ბათუმი" და "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე". ამ ორი პროექტის გარდა, დასახელებული იყო „მცხეთის რეკონსტრუქცია“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი _ მედია-კავშირი "ობიექტივი", "ვანოს შოუ", "შუა ქალაქში".

გამოკითხვის მიხედვით, წლის კომპანია „ავერსი“ გახდა. ფარმაცევტული კომპანია ავერსის გარდა, ამ ჯილდოზე წარდგენილი იყო კომპანიები: ელიტ ელექტრონიკსი, ისეთერნ პრომოუშენი, პროკრედიტ ბანკი, სოფლის ნობათი, ჯეოსელი, TBC-ბანკი, UGT.

გამოკითხვით, წლის ბრენდად რესპოდენტთა უმრავლესობამ „ლიბერთი ბანკი“ დაასახელა. „ლიბერთი ბანკის“ გარდა, ამ ნომინაციაზე წარდგენილი იყვნენ „ბარამბო“, „სილქტივი“, „ტექნობუმი“.

წლის კომუნიკატორი გამოკითხვის მიხედვით, „ბილაინი“ გახდა. ამ ნომინაციაზე, „ბილაინის“ გარდა, დასახელებული იყვნენ „სილქნეტი“, „კავკასუს ინლაიანი“.

წლის უცხოურ კომპანიად კი, გამოკითხულთა უმრავლესობამ „სოკარი“ დაასახელა. ამ ნომინაციაში, გარდა „სოკარისა“ წარდგენილი იყო უცხოური კომპანიები: „რაკინი“, „რომპეტროლი“, „ჰაიდელბერგი“.

„ოქროს პერგამენტი“ საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ ორგანიზებით, წელს მეხუთედ ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიალი, ტრადიციულად, 24 დეკემბერს ტარდება. გასულ წლებში სხვადასხვა ნომინაციაში "ოქროს პერგამენტის" ლაურეატები არიან: საქართველოს კათალიკოს-პეტრიარქი ილია მეორე, პაატა ბურჭულაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, რობერტ სტურუა, ნინო ბურჯანაძე, გიორგი ოვაშვილი, ინგა გრიგოლია, ვახო სანაია, ნინო შუბლაძე, ია ანთაძე, დენის კიფი, პატრიცია ფლორი, მანუჩარ კვირკველია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, ირაკლი ცირეკიძე, კობა სუბელიანი, სანდრა რულოვსი, "ვანის საგანძური" _ დავით ლორთქოფანიძე, "ნათელი ქრისტესი - საქართველო" - ნესტან კირთაძე, "ფონდი "იავნანა" _ პაატა ბურჭულაძე, მამუკა ხაზარაძე, გიორგი გოგუაძე, მაია რჩეულიშვილი, "ლუდსახარში ნატახტარი"; "თელიანი ველი", "ავერსი", თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს ბანკი, "ჯეოსელი", "მაგთი", "სახალხო ბანკი".
 
 

ასევე:

  • დღეს "ოქროს პერგამენტი - 2010"-ის ლაურეატები დასახელდებიან
  • დღეს "ოქროს პერგამენტის" ლაურეატები დასახელდებიან
  • “ჯი-ეიჩ-ენმა "ოქროს პერგამენტი-2009"-ის ლაურეატი წლის ადამიანები დაასახელა
  • "ოქროს პერგამენტის" 2010 წლის ლაურეატების გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს
  • "ოქროს პერგამენტის" ლაურეატები დასახელდნენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge