|
30-11-2009, 13:26
1-ელ დეკემბერს მსოფლიოში შიდსთან ბრძოლის დღე აღინიშნება. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, მიუხედავად მეცნიერების, ექიმების, საეთაშორისო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მუშაობისა, შიდსი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სოციალურ, ეკონომიკურ და სამედიცინო პრობლემად რჩება.
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით 1-ლი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედაა აღიარებული და 1988 წლიდან მოყოლებული ფართო მასშტაბით აღინიშნება.
2009 წლის შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის თემაა "უნივერსალური ხელმისაწვდომობა, ადამიანის უფლებები!"
2009 წელს დევიზით - "ერთად შიდსის წინააღმდეგ!" - საქართველო უკვე მე-16 წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში. |
|