|
9-03-2012, 21:14
10 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილია სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მომდევნო არჩევნების საარჩევნო დებულების პროექტის დამატებითი საჯარო განხილვა. ორგანიზატორთა განცხადებით, შეხვედრაზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული საკითხით.
9 მარტს სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით უკვე გაიმართა სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მომდევნო არჩევნების საარჩევნო დებულების პროექტის საჯარო განხილვა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ სტუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას (მის.: სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი #251. ტელ: 236 51 29). |
|