|
7-12-2009, 20:56
/GHN/ დედამიწის მოსახლეობის მესამედს წარმოდგენა არ აქვს, როგორაა მოწყობლი ძრავი, როგორ გამოიმუშავება ელექტროენერგია, რისგანაა დამზადებული დენთი და როგორაა მოწყობილი ტელეგრაფი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანადელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კაცობრიობის მესამედს მსოფლიოსთვის არავითარი სარგებლობა არ მოაქვს. კანადელი მეცნიერების დასკვნა ეფუძნება სოციოლოგიურ გამოკითხვას, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმის გარკვევა, თუ დედამიწის მოსახლეობის რამდენ პროცენტს მოაქვს სარგებლობა კაცობრიობისთვის მეცნიერების, ტექნიკის, ეკოლოგიის და ა.შ. სფეროებში. როგორც აღმოჩნდა, დედამიწის ერთი მესამედი საერთოდ არ ფიქრობს ტექნოლოგიურ აღმოჩენებზე და პროგრესზე, თვალყურს არ ადევნებს ეკოლოგიურ მდგომარეობს და სერიოზული საკითხით არ არის დაკავებული. |
|