"უნივერსიადა - 2012"-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ლიდერობს. საქართველოს "უნივერსიადა - 2012" 15 მაისს დაიწყო და 12 ივნისამდე გაგრძელდება. ღონისძიების ორგანიზატორია საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია, მხარდამჭერი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ხოლო შეჯიბრების გენერალური სპონსორი - "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმია".
ტურნირში, რომელშიც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გამოვლენ, გამარჯვებულები 22 სპორტის სახეობაში - ძიუდოში, ბადმინტონში, ხელბურთში, ქართულ ჭიდაობაში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, თავისუფალ ჭიდაობაში, ტაეკვონდოში, სამბოში, კარატეში, ჭადრაკში, მძლეოსნობაში, ცურვაში, მკლავჭიდში, ჩოგბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, შვიდკაცა რაგბში, ფრენბურთში, ძალისმიერ სამჭიდში, სტრიტ ბოლში, მშვილდოსნობაში, სროლასა და კრივში - გამოვლინდებიან. 29 მაისს გამარჯვებულები მკლავჭიდში გამოვლინდნენ.