მინისტრი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

მინისტრი უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდა სიახლე
1-08-2012, 00:44
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ კახეთის რეგიონში უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე მინისტრმა რექტორებს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა გააცნო სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სტუდენტთა დაფინანსების თაობაზე.

დეკანოიძე სოფელ შალაურში სტიქიით დაზარალებულ გრემელაშვილების ოჯახშიც მივიდა, სადაც ორი სტუდენტი ჰყავთ. მინისტრმა ოჯახის წევრებს 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივა პირადად შეატყობინა.

როგორც ცნობილია, კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებული ოჯახების სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, ახალი 2012-2013 სასწავლო წლის სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად დაუფარავს. რექტორებთან შეხვედრაზე ის დეტალები განიხილეს, რაც აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვისაა აუცილებელი.

სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის დაფარვის გადაწყვეტილებაზე განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა კახეთში, სტიქიით დაზარალებულებთან შეხვედრაზე გააკეთა.
mes.gov.ge
 
 

ასევე:

  • სტიქიით დაზარალებულ სტუდენტებს სახელმწიფო სწავლის გადასახადს დაუფარავს
  • სტუდენტები სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარებიან
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს მაგისტრატურაში სწავლის 10%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს
  • სასწავლო პროცესი იწყება
  • 20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge