|
19-12-2009, 00:42
დამდეგი 2010 წლისთვის, რომელიც აღმოსავლური ჰოროსკოპის თანახმად, ვეფხვის წელია, კომპანია “კინგმაქსმა” 2010 Golden Tiger Edition-ის სერიით პორტატული მეხსიერების ჩიპები გამოსცა. Junior Tiger Edition-სა და King Tiger Edition-ზე ვეფხვის გამოსახულებებია აღბეჭდილი. Junior Tiger Edition-ი PIP Technology-ის დაპატენტებული ტექნოლოგიითაა დამზადებული. მას თეთრი ფერის წყალგაუმტარი კორპუსი აქვს, მოცულობა კი 31,5x12,4x2,2 მმ-ს შეადგენს. მოწყობილობა 2-, 4-, 8- და 16-გიგაბაიტიანია. King Tiger Edition-ს შავი ან თეთრი ფერის შედარებით დიდი კორპუსი აქვს და მისი ზომები 62x18x9,2 მმ-ს უტოლდება. მეხსიერების მოცულობა კი 2-იდან 32 გიგაბაიტამდეა. |
|