თბილისში ავტოშოუ გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

თბილისში ავტოშოუ გაიმართება სიახლე
6-10-2012, 07:26
6 ოქტომბერს მეტეხის ხიდზე, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კომპანია "თეგეტა მოტორსისა" და ჟურნალ "ავტო ბილდის" ორგანიზებით ტრადიციული ავტოშოუ გაიმართება. ღონისძიებაის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ ანტიკვარულ, ხელნაკეთ, სპორტულ და ოფროუდის ავტომობილებს, ასევე ისარგებლონ სპეციალურად თბილისობისთვის გაკეთებული ფასდაკლებით ახალ ავტომობილებზე. ანტიკვარული და ახალი ავტომობილების გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, ღონისძიების ფარგლებში ორგანიზატორები ავტომოყვარულებს არაერთ საინტერესო სანახაობას ჰპირდებიან.

2011 წელს "თეგეტა მოტორსმა" გახსნა "პორშე ცენტრი თბილისი" და 2012 წელს ქართულ ბაზარზე უკვე შემოიყვანა იაპონური ბრენდი "მაზდა". კომპანია ავტომოყვარულებს საშუალებას აძლევს ავტოსალონის გარეთ, უკეთ გაეცნონ ავტომწარმოებლების უახლეს მოდელებსა და მსოფლიო ავტოინდუსტრიის ტენდენციებს. გამოფენაზე "მაზდა ცენტრი თბილისის" მიერ წარმოდგენილი იქნება შემდეგი მოდელები: Mazda3; Mazda6; Mazda CX7 და Mazda CX9;

სპეციალურად ამ ავტოშოუსთვის, საქართველოში ჩამოვიდნენ "ავტო ბილდ ლიტვის" და "ავტო ბილდ ინდოეთის" მთავარი რედაქტორები ვიტოლდას მილიუსი და იოგენდრა პრატაპი. ვილნიუსიდან თბილისამდე მათ ანტიკვარული "ვაზ 2101-ით" იარეს, რომელიც ასევე წარმოდგენილი იქნება ავტოშოუზე.
 
 

ასევე:

  • „თეგეტა მოტორსი“ სტუ-ში უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიას გახსნის
  • "თეგეტა მოტორსი" და სტუ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ
  • თბილისობის დღესასწაული დაიწყო
  • Ford-მა ახალი Focus ST წარმოადგინა
  • საჯარო ბიბლიოთეკაში "გამოუცემელი წიგნების გამოფენა" მოეწყობა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge