„თეგეტა მოტორსი“ სტუ-ში უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიას გახსნის » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

„თეგეტა მოტორსი“ სტუ-ში უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიას გახსნის სტუ
20-10-2015, 14:02
21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, კომპანია „თეგეტა მოტორსი“ საქართველოს ტექნიკური უნივერისიტეტის I კორპუსში, თავისივე სახელობის (თეგეტა მოტორსის აუდიტორია) აუდიტორიას გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, „თეგეტა მოტორსის“ გენერალური დირექტორი თემურ კოხოძე, გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი მშვილდაძე, მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი დავით გოგინაშვილი და სხვები.

„თეგეტა მოტორსმა“, ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სრულად გაარემონტა და აღჭურვა 4 აუდიოტორია, რომელიც საბოლოო ჯამში ერთ დიდ აუდიტორიად გადაკეთდა. „თეგეტა მოტორსის აუდიტორია“ განკუთვნილი იქნება სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ლექციების, პრაქტიკული და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამუშაოების ჩასატარებლად, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების და დარგის განვითარებასა და წინსვლას.

ლაბორატორიაში მოეწყობა კონფერენციები, სემინარები, ტრეინინგები და სხვადასხვა სახის პრაქტიკული და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სამუშაოები.

ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელი სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმსენებლობის ფაკულტეტის დეკანი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ გელაშვილი იქნება.

“ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების განვითარებისთვის მათ საჭიროებას და მნიშვნელობას და შევთანხმდით ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის განვითარებას და განვახორციელებთ ურთიერთსანაცვლო ვალდებულებებს საგანმანათლებლო სფეროში, რაც გამოიხატება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა უნარ-ჩვევების განვითარებასა და ხელშეწყობაში. წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე მასტერკლასი სტუდენტებისთვის, რომლებსაც ჩვენი პარტნიორი, მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები ჩაატარებენ როგორიცაა: SHELL, MOTUL, BRIDGESTONE, SACHS, LEMFORDER, VARTA, PORSCHE, MAZDA, TOYOTA და ა.შ. მომავალი წლიდან დაგეგმილი გვაქვს კიდევ უფრო წავახალისოთ ჩვენი სტუდენტობა და შემოვიღებთ „თეგეტა მოტორსის“ სახელობის სასწავლო სტიპენდიას აღნიშნული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, რომელიც გამოიხატება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მაღალ რეიტინგული სტუდენტებისთვის გრანტის მინიჭებაში”, - აცხადებს კომპანია „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი დავით გოგინაშვილი.

„თეგეტა მოტორსი“ დღეს 300-ზე მეტი, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის პარტნიორია საქართველოში. კომპანია მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. თეგეტა ჰოლდინგი, რომელსაც წელს 20 წელი შეუსრულდა და წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში.
 
 

ასევე:

  • "თეგეტა მოტორსი" და სტუ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ
  • თბილისში ავტოშოუ გაიმართება
  • პოზნანის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის დეკანმა სტუ-ში შეხვედრა გამართა
  • კომპანია “დოკა” ტექნიკურ უნივერსიტეტს საჩუქარს გადასცემს
  • სტუ-ის 12 სტუდენტი მაგთიკომის სტიპენდიანტი გახდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge