|
10-03-2011, 00:35
დღეს, 10 მარტს, 13:00 საათზე, კომპანია "თეგეტა მოტორსი" და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. მემორანდუმს "თეგეტა მოტორსის" სათავო ოფისში, საკონფერენციო დარბაზში მოეწერება ხელი.
მხარეები ითანამშრომლებენ განათლების განვითარებისა და მეცნიერული კვლევების სფეროში, სატრანსპორტო სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და მართვის ახალი მეთოდების დანერგვის მიმართულებით, წაახალისებენ ურთიერთობებს მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში კადრების მოზიდვის, მათი ბიზნესში დასაქმების კუთხით, განახორციელებენ თანამშრომლობას ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. |
|