|
27-10-2012, 18:05
7 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში შედგება საერთაშორის პროექტის "Education for Entrepreneurship and Innovation (E4E&I)“ საზეიმო გახსნა და შეხვედრა პროექტის მონაწილე სტუდენტებთან.
2012 წლის სექტემბერში საქართველოს, უკრაინის და შვედეთის უნივერსიტეტებს შორის შედგა კონსორციუმი უმაღლესი განათლებაში სამეწარმეო საქმიანობის და ინოვაციების განვითარებისთვის. პროექტი მიზნად ისახავს სწავლის ახალი ერთობლივი მოდელის დანერგვას და მის განვითარებას.
პროექტის პირველ ეტაპზე, რომელის ა.წ. 8 ნოემბერს დაიწყება, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ დისტანციურ სასწავლო კურსს ქართველი, შვედი და უკრაინელი სტუდენტებისთვის. წარმატებული სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გაივლიან უკრაინის და შვედეთის IT კომპანიებში. პროექტის განმავლობაში, სასწავლო სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერისთვის მოძიებული იქნება საუკეთესო მაგალითები მსოფლიოს მასშტაბით. არსებული სამეწარმეო კურსის გავლა შეუძლიათ საქარველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებს, კერძოდ: ბაკალავრებს, მაგისტრებს და დოქტორანტებს, რომლებიც სწავლობენ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. მოცემული პროექტი მხარდაჭერილია შვედეთის ინსტიტუტის მიერ ორი წლის განმავლობაში. |
|