|
7-11-2012, 13:07
8 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის პირველი ეტაპი იწყება. საერთაშორისო პროექტი "Education for Entrepreneurship and Innovation (E4E&I)" სტუ-ში 7 ნოემბერს გაიხსნა. გაიმართა შეხვედრა პროექტის მონაწილე სტუდენტებთან.
2012 წლის სექტემბერში საქართველოს, უკრაინის და შვედეთის უნივერსიტეტებს შორის შედგა კონსორციუმი უმაღლესი განათლებაში სამეწარმეო საქმიანობის და ინოვაციების განვითარებისთვის. პროექტი მიზნად ისახავს სწავლის ახალი ერთობლივი მოდელის დანერგვას და მის განვითარებას.
პროექტის პირველ ეტაპზე, რომელის ა.წ. 8 ნოემბერს იწყება, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ დისტანციურ სასწავლო კურსს ქართველი, შვედი და უკრაინელი სტუდენტებისთვის. წარმატებული სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გაივლიან უკრაინის და შვედეთის IT კომპანიებში. პროექტის განმავლობაში, სასწავლო სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერისთვის მოძიებული იქნება საუკეთესო მაგალითები მსოფლიოს მასშტაბით. არსებული სამეწარმეო კურსის გავლა შეუძლიათ საქარველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებს, კერძოდ: ბაკალავრებს, მაგისტრებს და დოქტორანტებს, რომლებიც სწავლობენ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
პროექტი მხარდაჭერილია შვედეთის ინსტიტუტის მიერ ორი წლის განმავლობაში. |
|