|
21-10-2013, 15:43
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ, ჩაერთონ ტექნიკური უნივერსიტეტისა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტს ერთობლივ პროექტში “Education for Entrepreneurship and Innovation (E4E&I)“. პროექტის ფარგლებში ჩატარდება დისტანციური ლექციები ბიზნეს-სამეწარმეო საქმიანობის სფეროში IT-მიმართულებით.
სასწავლო კურსი ნოემბერში დაიწყება და იანვრამდე გასტანს. სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ დისტანციურ სასწავლო კურსს. ფინალურ ეტპზე გამოცდების შედეგების მიხედვით შეირჩევიან საუკეთესო სტუდენტები, რომლებიც შვედეთისა და უკრაინის IT-კომპანიებში 2-კვირიან პრაქტიკას გაივლიან.
აღნიშნული სამეწარმეო კურსის გავლა შეუძლიათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებს: ბაკალავრებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს, რომლებიც სწავლობენ საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
კურსი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. |
|