|
28-03-2013, 14:47
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში, საერთაშორისო პროექტის „განათლება სამეწარმეო საქმიანობისათვის და ინოვაციისათვის“ (E4E&I) ფარგლებში, სტუდენტებს სტოკჰოლმის უნივერსიტეტის სერტიფიკატები გადაეცათ.
2012 წლის სექტემბერში საქართველოს, უკრაინის და შვედეთის უნივერსიტეტებს შორის შედგა კონსორციუმი უმაღლესი განათლებაში სამეწარმეო საქმიანობის და ინოვაციების განვითარებისთვის. პროექტის პირველ ეტაპზე, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩაატარეს დისტანციურ სასწავლო კურსს ქართველი, შვედი და უკრაინელი სტუდენტებისთვის.
კურსის შედეგების მიხედვით შეირჩა წარმატებული სტუდენტები, რომლებიც საწარმოო პრაქტიკას გაივლიან უკრაინის და შვედეთის „აი-ტი“ კომპანიებში. |
|