სტუ-ში საერთაშორისო პროექტის ფარგლებში სემინარი ჩატარდა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში საერთაშორისო პროექტის ფარგლებში სემინარი ჩატარდა სტუ
23-09-2013, 13:31
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საერთაშორისო პროექტის – “განათლება სამეწარმეო საქმიანობისა და ინოვაციებისათვის“ – პირველი ეტაპი საზეიმოდ დაიხურა.

შეხვედრა რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ზურაბ გასიტაშვილმა გახსნა. პროექტის შესახებ ისაუბრა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა ცირამუამ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, შვედეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, უკრაინელი პარტნიორები, პროექტში ჩართული სტუდენტები, საქართველოში არსებული IT-კომპანიის წარმომადგენლები.

დაიგეგმა პროექტის მეორე ტური; მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები. პროექტის ორგანიზატორებმა შეაჯამეს გავლილი კურსი.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის სექტემბერში საქართველოს, უკრაინისა და შვედეთის უნივერსიტეტებს შორის შედგა კონსორციუმი უმაღლეს განათლებაში სამეწარეო საქმიანობისა და ინოვაციების განვითარებისათვის.

ორწლიანი პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და გამარჯვებულმა სტუდენტებმა სტაჟირება უკრაინისა და შვედეთის წამყვან IT-კომპანიებში გაიარეს.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში საერთაშორისო პროექტის ფარგლებში სემინარი ჩატარდება
  • სტუდენტებს სტოკჰოლმის უნივერსიტეტის სერტიფიკატები გადაეცათ
  • სტუ-ისა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი იწყება
  • სტუ-ისა და სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი იწყება
  • სტუ-ში ტემპუსის პროექტის სემინარი გაიხსნა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge