საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: "როგორ ჩავაბაროთ აშშ-ის უნივერსიტეტებში ინდივიდუალურად". პრეზენტაცია საგანმანათლებლო საინფორმაციო ცენტრ “კვალის“ საგანმანათლებლო მრჩეველმა მაია გელაშვილმა გამართა.
პრეზენტაცია მოიცავდა შემდეგ საკითხებს: შესაფერისი უნივერსიტეტის მოძიება; სააპლიკაციო პროცესი; სტანდარტული ტესტები (TOEFL, GRE, GMAT); სამოტივაციო წერილი; ფინანსური დახმარების წყაროები.
“კვალის” ცენტრი დაინტერესებულ პირებს უფასოდ სთავზობს სხვადასხვა სერვისს: იტერნეტში ჩართულ კომპიუტერებს ინფორმაციის მოსაპოვებლად; ბიბლიოთეკას აშშის განათლების სისტემის შესახებ; ინდივიდუალურ კონსულტაციებს; რეგულარულ ლექციებს; ტესტირებისთვის მოსამზადებელ მასალას.