|
3-06-2010, 13:44
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მცირე სააქტო დარბაზში კონსტრუქტორმა ანზორ ჩაჩუამ ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. ჩაჩუამ საზოგადოებას წარუდგინა ამბიციური პროექტი “ახალი არატრადიციული სახმელეთო-საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო სისტემების წინასაპროექტო წინადადებების განხილვა”.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და ავიაციის სფეროს სპეციალისტები.
ჩაჩუას მიერ წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ავიასისტემის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს, დიდი ლაინერებისა და ადგილობრივი მასშტაბის თვითმფრინავების რეკონსტრუქციის ხარჯზე. მისი განცხადებით, გლობალურ თვითმფრინავებს არ მოუწევთ მრავაჯერადი აფრენა-დაფრენა, რის შედეგადაც, მგზავრებს გადაადგილება გაუადვილდებათ. აღნიშნული პროექტის თანახმად, გაიაფდება მგზავრობა და დაიზოგება დრო. |
|