ბათუმის მერიის ინიციატივით, ურეხის ბავშვთა სახლის შენობაში უსახლკარო ადამიანებისათვის დროებითი თავშესაფარი მოეწყობა. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში მერიას შვეიცარიის განვითარების ფონდი დაეხმარება. პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
ამ თემასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ბათუმის მერსა და შვეიცარიის განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შორის უკვე შედგა.
შეხვედრაზე მხარეებმა დროებითი თავშესაფრის მშენებელობასთან დაკავშირებით ისაუბრეს. ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიის განვითარების ფონდი მერიას არქიტექტურულ-დაგეგმარებით პროექტს უსასყიდოდ გადასცემს. პროექტის შემუშავებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
შენობის რეკონსტრუქცია დაახლოებით 250 000 ლარი დაჯდება და 70 ადამიანზე იქნება გათვლილი.