"შვეიცარიის კულტურის დღეები საქართველოში 2011" დღეს გაიხსნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

"შვეიცარიის კულტურის დღეები საქართველოში 2011" დღეს გაიხსნება კულტურა, სპორტი
3-03-2011, 03:03
3 მარტს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში "შვეიცარიის კულტურის დღეები საქართველოში 2011" საფორტეპიანო მუსიკის საღამოთი გაიხსნება. შვეიცარიელი პიანისტი კარლ-ანდრეას კოლი ფ. ლისტის, ა. ფელდერის და ფ. შუბერტის ნაწარმოებებს შეასრულებს.

პროექტი "შვეიცარიის კულტურის დღეები საქართველოში 2011" ემსახურება შვეიცარია-საქართველოს კულტურული (კერძოდ კლასიკური მუსიკის სფეროში) ურთიერთობებისა და კონტაქტების გაღრმავების იდეას. იგი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების გაცვლითი სისტემების ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კონცერტები, მასტერკლასები და სამუსაო შეხვედრები საქართველოს რამდენიმე ქალაქში. საგანმანათლებლო მხარეს უხელმძღვანელებენ საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული პროფესორები: კარლ-ანდრეას კოლი, მათიას არტერი და ჯონას კოხერი. აღნიშნული მასტერკლასები ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ქართველო მუსიკოსების შემოქმედებითი წინსვლისა და პროფესიული ზრდის პროცესს.
ghn
 
 

ასევე:

  • საქართველოში ეკვადორის კულტურის დღეები ტარდება
  • სტუ-ში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა
  • პარიზში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ღონისძიებები იგეგმება
  • საქართველოში ნატოს დღეები იხსნება
  • თურქი პიანისტის მონაწილეობით კონსერვატორიაში კონცერტი გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge