ტექნიკურ უნივერსიტეტში ე. წ. ოფროუდ კლუბი შეიქმნა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ტექნიკურ უნივერსიტეტში ე. წ. ოფროუდ კლუბი შეიქმნა სტუ
25-05-2013, 16:32
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა ე. წ. ოფროუდ კლუბი, რომლის მიზანი ოფროუდით დაინტერესებული სტუდენტების (სტუ-ის) გაერთიანება და სხვადასხვა ჩემპიონატის მოწყობაა.

სტუ-ის სტუდენტებმა, რომლებსაც აინტერესებთ კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილოება, აქვთ მართვის მოწმობა და ფლობენ ავტომობილს 4X4-ზე, დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ სტუდენტურ თვითმმართველობას. მის: ადმინისტრაცული კორპუსი, ოთახი # 251-253. ტელ: 236 51 29.

ბოლო დროს სულ უფრო იზრდება ინტერესი ექსტრემსპორტის ამ სახეობის მიმართ და ვიქენდებზე გაუვალ ადგილებში სიარული სულ უფრო მეტს იზიდავს. ოფოუდერთა კლუბში ცალკე მიმართულებაც ჩამოყალიბდა მათთვის, ვისაც არ უნდა მანქანა ძალიან დაზიანდეს, მაგრამ გაუვალ გზებზე საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სურს. როგორც ჟურნალისტი ბელა ჩეკურიშვილი წერს, ავტოსპორტის ეს მიმართულება რაღაცით ალპინიზმსაც ჰგავს: მთავარია გზის გავლა და არა ის, ვინ ვის გააწრებს. ოფროუდერისთვის მთავარი ექსტრიმის სიყვარული და ბუნებაში ხეტიალია, თანაც ისე, რომ მოახერხო და შენი მანქანით იქ გაიარო, სადაც ერთი შეხედვით შეუძლებელია.

“როცა გვყავს მანქანა 4X4 და გვაინტერესებს ბოლო ზღვარი, სადაც იგი გაივლის, ანუ, რას შევძლებთ ჩვენ, ჩვენს მანქანასთან ერთად, ოფროუდერი ვხდებით. ოფროუდერები ის ადამიანები არიან, ვისაც დაბრკოლების გამო გზიდან დაბრუნება არ უყვართ. მიცუბიში, ტოიოტა, სუძუკი, ფორდ-ბრონკო, ლენდროვერი, ნისან პატრული, მერსედეს-ჯი, ჯიპი, ნივა – ის მანქანებია, რომელთა მფლობელები თავისუფალ დროის გატარების ექტრემალურ ფორმებს ირჩევენ”, – წერს იგი.

როგორც თბილისის ოფროუდერთა კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნიკა ვარძელაშვილი ამბობს, საქართველო ოფროუდ-მარშრუტებისთვის ერთ-ერთი შესაფერისი ქვეყანაა, გვაქვს მთებიც, ჭაობებიც, უდაბნოც და მიტოვებული გზებიც ე.წ. “გრინლაინის” განსახორციელებლად, ანუ ჩვენთან შესაძლებელია ოფროუდის ყველა მიმართულება განვითარდეს.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ხელბურთის კლუბი აღდგა
  • უნივერსიტეტში ხელბურთის კლუბი აღდგა
  • სტუ-ში “სასწავლო წიგნების სადისკუსიო კლუბი” ჩამოყალიბდება
  • ცხადდება კონკურსი “ორიგინალური გადაწყვეტა”
  • სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge