სტუ-ის წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროს სტუმრობდნენ » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ის წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროს სტუმრობდნენ სტუ
25-07-2013, 15:04
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროს სტუმრობდნენ. თავდაცვის მინისტრი სამხედრო სფეროში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფს შეხვდა. მეცნიერებმა, რომლებიც თავდაცვით თემატიკაზე კვლევებს აწარმოებენ, მინისტრს სამხედრო უსაფრთხოების სფეროში არსებულ პრობლემებსა და აქტუალურ საკითხებზე თავიანთი ხედვა გააცნეს.

შეხვედრაზე სამხედრო სტრატეგიის, ოპერატიული ხელოვნების, საქართველოს ტერიტორიის თავდაცვისთვის საჭირო საინჟინრო მომზადების, საბრძოლო მოქმედებების საინჟინრო უზრუნველყოფის, შეიარაღების სისტემების, სამხედრო გეოგრაფიისა და სხვა საკითხები განიხილეს.

ირაკლი ალასანიამ ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოების სისტემაში სამხედრო მეცნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-საინჟინრო დარგში ჩატარებული კვლევების შედეგების პრაქტიკულ რეალიზაციაზე გაამახვილა.

თავდაცვის მინისტრი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასაც შეეხო. ირაკლი ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს: „თავდაცვის სამინისტრო აფართოებს თანამშრომლობას სამხედრო-სამეცნიერო ინტელიგენციასთან. ქვეყანაში სამხედრო-საინჟინრო მეცნიერების განვითარების კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს, რაც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს სამხედრო-სტრატეგიულ დაგეგმარებაში გამოადგება. შევთანხმდით თანამშრომლობის ფორმებზე, მათ შორის, ჩვენს სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან. დარწმუნებული ვარ, ამ დიდი რესურსის ამოქმედება თავდაცვის სამინისტროს დაგეგმარების პროცესში ძალიან წაადგება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის შეფასებით, შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო. მისი განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა სიახლეებისა და სამინისტროს გეგმებზე მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან თანამშრომლობისა და ქართული სამეცნიერო სამხედრო სკოლის წინა პლანზე წამოწევისთვის მზადყოფნა კი, მისი აზრით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძეც დაესწრნენ.
http://www.mod.gov.ge/?newsid=2170
 
 

ასევე:

  • დღეს ქართული არტილერიის დღეა
  • დიმიტრი შაშკინი ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს შეხვდება
  • კონკურსის "ალიანტე 2010" დასკვნითი ნაწილი საქართველოში გაიმართება
  • სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სტუდენტს განათლება დაუფინანსდება
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სტუ-ის სტუდენტებს პერსონალს შეხვდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge