დიმიტრი შაშკინი ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს შეხვდება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დიმიტრი შაშკინი ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს შეხვდება ტექნოლოგიები
3-12-2010, 00:44
3 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს ბირთვულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ თავდაცვით პროგრამებში ანდრიუ ვებერს შეხვდება. შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოში არსებული უნიკალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის (CRL) ეფექტურად გამოყენების მიზნით თანამშრომლობის გაღრმავება.

ცენტრალური საცნობარო ლაბორატორია (CRL) ბიოდაცულობისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა. ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის (BSL-3) მქონე CRL ლაბორატორია უნიკალურია მთელ ამიერკავკასიაში. ის თავს მოუყრის საქართველოში არსებულ ინფექციურ დაავადებათა პათოგენების ნიმუშებს და ქართველი ექსპერტები უსაფრთხოდ იმუშავებენ განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე.

ლაბორატორიის მუშაობა შეამცირებს ბიოლოგიური მასალის, როგორც "პოტენციური ბიოლოგიური იარაღის", ტეროროსტების ხელში მოხვედრის საფრთხეს.

საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მთელ მსოფლიოში დღეს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ბიოტერორიზმის საფრთხის შემცირების მიზნით 1990 წლის დასაწყისში აშშ-ის კონგრესმა საფრთხის ერთობლივი შემცირების (CTR) პროგრამის ფარგლებში ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა (BTRP) შეიმუშავა. ის წარმოადგენს მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პროგრამის ქვეკომპონენტს.

ბიოტერორიზმის საფრთხის შემცირების მიზნით საქართველომ 2002 წლის 30 დეკემბერს ხელი მოაწერა შეთანხმებას "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ".

აღნიშნული შეთანხმება გულისხმობდა: 1. საქართველოში არსებულ ინფექციურ დაავადებათა პათოგენების ერთ დაცულ ადგილზე თავმოყრა, კერძოდ, დაბა ალექსეევკაში მდებარე #3 სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ცენტრალური საცნობარო ლაბორატორიის (CRL) შექმნას; 2. საქართველოში არსებულ საშიშ დაავადებათა კერების ადრეული აღმოჩენისა და რეაგირების სისტემის (TADR System) ჩამოყალიბებას ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ეფექტური და დროული განხორცილების მიზნით; 3. ერთიანი საკომუნიკაციო ქსელის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს განსაკუთრებით საშიში პათოგენური დაავადებების კერების დროულად აღმოჩენასა და ლოკალიზებას; 4. მოძრავი ლაბორატორიებით აღჭურვილი მობილური ჯგუფების შექმნას, რომლებიც განახორცილებენ პრევენციულ სამუშაოს რეგიონებში ეპიდემიის აფეთქების აღმოფხვრის მიზნით.

შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ის მხარემ ამ პროგრამის განსახორციელებლად 95 მილიონ დოლარი გამოყო. აშშ-ის კანონმდებლობისა და შეთანხმების თანახმად, აშშ-ის თავდაცვის დეპრტამენტმა აიღო ვალდებულება, პერიოდულად გააკონტროლოს პროგრამის ფარგლებში გაწეული დახმარება, აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერის მოსაპოვებლად და პროგრამის გასაგრძელებლად.
 
 

ასევე:

  • სტუ-ის წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროს სტუმრობდნენ
  • ბრუკჰავენის ლაბორატორიის მონიტორინგის ჯგუფი სტუ-ში პრეზენტაციას მართავს
  • დიმიტრი შაშკინი ტეხასის საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის პრეზიდენტს შეხვდება
  • სტუ-ში ენერგოაუდიტისა დიაგნოსტიკის ლაბორატორია განახლებული გაიხსნა
  • საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge