საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული სესია გაიმართა. ენ-ოუ-არ-სის (NORC) წევრებმა წარმოადგინეს მეთოდოლოგია, რომლის საშუალებითაც განხორციელდა პროექტის ეფექტურობის შეფასება და შედეგები.
"ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსთვის“ კორპორაციის სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციას (დაახლოებით 220 კმ სამხრეთ საქართველოში). 2006-2010 წლებში აშშ-ის მილენიუმის კორპორაციის დაფინანსებით ჩატარდა სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაცია, ხოლო ენ-ოუ-არ-სის (NORC) დაევალა გზის რეაბილიტაციის გავლენის შეფასება შინამეურნეობებსა და ზოგადად ეკონომიკის გამოცოცხლებაზე ამ რეგიონში.
NORC-ჯგუფმა დაასრულა შეფასებითი სამუშაო და ამჟამად თბილისში იმყოფება შესაბამისი შედეგების წარმოდგენის მიზნით. დღეს წამყვანმა მეცნიერ-მუშაკმა ბანჯამენ ლინკოუმ ჩატარებული შეფასების შედეგები წარმოადგინა.
ღონისძიებას ესწრებოდა უფროსი ანალიტიკოსი მავადა დეიმონი, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები.
აღნიშნულ შეფასებასა და შედეგებს NORC-ჯგუფის წარმომადგენლები სხვა ორგანიზაციებშიც წარადგენენ.