ქართველმა სტუდენტმა კემბრიჯის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ქართველმა სტუდენტმა კემბრიჯის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა სტუ
11-10-2013, 19:46
ქართველმა სტუდენტმა კემბრიჯის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგიის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების IV კურსის სტუდენტი მარინე მამულაშვილი კემბრიჯის უნივერსიტეტში EucA-ს (ევროპული უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ასოციაცია) საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობდა. სკოლის მუშაობა 3-იდან 18 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ძირითადი თემა იყო “ ევროპული იდენტობის გზაჯვარედინზე: ევროპული ინტეგრაციის გაფართოება”.

ქართველმა სტუდენტმა კემბრიჯის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა მამულაშვილი იყო პირველი ქართველი სტუდენტი, რომელიც მონაწილეობდა აღნიშნულ პროექტში. სკოლა დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებით (იტალია, ესპანეთი, უკრაინა, უნგრეთი, პოლონეთი, მაკედონია და საქართველო). მიწვეულნი იყვნენ პროფესორები კემბრიჯის, სანკტ-პეტერბურგის, ბუდაპეშტის, კორვინოს, ტევრესა და ლეიდენის უნივერსიტეტებიდან: ჰარალდ ვიდრა, თომას დ’ანდრეა, ისტვან მაგას, მუსტაფა ჯენაფ აიდინი და ანდრეას კინგინგი, ასევე, ევროპარლამენტის წევრები, რიკარდო რიბერა დე ალკალა – შიდა პოლიტიკის გენერალური დირექტორი ევროკავშირში, ანდრიას ქოიმჰი – მოსამართლე ევროკავშირში.

ქართველმა სტუდენტმა კემბრიჯის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა ლექციებისა და პრეზენტაციების შემდეგ პროფესორები თუ ევროკავშირის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ქართველი სტუდენტის მიერ გამოთქმული მოსაზრება – თუ რატომ გვსურს ევროკავშირში გაერთიანება და რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოზე – უფრო მეტად ჩამოყალიბებული და დამაჯერებელი იყო, ვიდრე სხვების მსჯელობა. აქედან გამომდინარე, მარინე მამულაშვილს შესთავაზეს, სტაჟირება გაიაროს ევროპარლამენტში.

ქართველმა სტუდენტმა კემბრიჯის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა ორგანიზატორების მოთხოვნით გაიმართა საერთაშორისო საღამო, სადაც, როგორც აღნიშნეს, ქართველმა სტუდენტმა წარმატებით წარადგინა თავისი ქვეყანა. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ მარინე მამულაშვილს გადასცა საქართველოსა და თბილისის სარეკლამო მაისურები, ჩანთები და ბროშურები.

ქართველმა სტუდენტმა კემბრიჯის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა “დამსწრე საზოგადოების ნაწილს საქართველოს შესახებ არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია, პრეზენტაციის შემდეგ გამიზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები და სურვილი გამოთქვეს, რომ ესტუმრონ საქართველოს, გაეცნონ ჩვენს კულტურას. გავიცანი უკრაინელი სტუდენტები, ერთ-ერთი მათგანი დღეს ხელმძღვანელობს კიევის ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობას, მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ ნოემბერში კიევის ტექნიკურ უნივერსიტეტში იმართება საერთაშორისო კონფერენცია და სურვილი აქვს, მასში ქართველმა სტუდენტებმა მიიღონ მონაწილეობა. ვფიქრობ, ჩემთვის ძალზე წარმატებული ვიზიტი იყო ინგლისში, შევხვდი მრავალ საინტერესო ადამიანს, გავიჩინე მეგობრები და ვაპირებ სამომავლოდ თანამშრომლობას. უღრმესი მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ არჩილ ფრანგიშვილს, ბიზნეს-ინჟინერინგიის ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ რუსუდან ქუთათელაძეს, მენეჯერს, ბატონ გიორგი კულდონაშვილს და ევროპული ინტეგრაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ზურაბ გამეზარდაშვილს”, – აცხადებს მარინე მამულაშვილი.
ქართველმა სტუდენტმა კემბრიჯის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა ქართველმა სტუდენტმა კემბრიჯის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა ქართველმა სტუდენტმა კემბრიჯის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა ქართველმა სტუდენტმა კემბრიჯის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა ქართველმა სტუდენტმა კემბრიჯის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა ქართველმა სტუდენტმა კემბრიჯის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა ქართველმა სტუდენტმა კემბრიჯის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მიიღო მონაწილეობა







 
 

ასევე:

  • ქართველმა სტუდენტებმა უკრაინაში გამართულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
  • ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ევროპარლამენტში სტაჟირებაზე მიიწვიეს
  • სტუ-ის სტუდენტებმა კიევში წარმატებას მიაღწიეს
  • სტუ-ის სტუდენტებმა საერთაშორისო პროექტში მიიღეს მონაწილეობა
  • სტუ-ის სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge