საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მარიამ მამულაშვილი ევროპარლამენტში სტაჟირებაზე მიიწვიეს. იგი ერთადერთი ქართველია, რომელიც ევოპარლამენტში სტაჟირებას გადის.
„კონკურსი წელიწადში ორჯერ ცხადდება. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან იქ მოხვედრა, ფაქტობრივად, შეუძლებლად მიიჩნეოდა. პირადად მე ევროპარლამენტის შინაგან საქმეთა გენერალურმა დირექტორმა მიმიწვია. მას კემბრიჯში შევხვდი, სადაც ევროკავშირის საქმიანობისადმი მიძღვნილ საზაფხულო სკოლას ვესწრებოდი. საქართველოდან ერთადერთი სტუდენტი ვიყავი. აქ ხუთ თვეს დავრჩები“, - განაცხადა მარიამ მამულაშვილმა.
მარიამ მამულაშვილმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობის განხრით. აპირებს სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში, საერთაშორისო ურთერთობებისა და დიპლომატიის კუთხით. მარიამ მამულაშვილის ორგანიზატორობით ჩატარდა ორი საერთაშორისო კონფერენცია, რომლებიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და გაფართოების საკითხებს ეხებოდა: 2013 წლის მაისში - „ევროკავშირის გაფართოება აღმოსავლეთ რეგიონში“ და 2014 წელს ივნისში - „ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების გამოწვევები“.