სტუდენტის ოჯახი ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მადლობას უხდის » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუდენტის ოჯახი ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მადლობას უხდის სტუ
27-01-2014, 16:46
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტის ოჯახი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მადლობას უხდის. გურამ ხარაშვილის ბებია, ლია ხარაშვილი, გაზეთ “კვირის პალიტრაში” (27 იანვარი - 2 თებერვალი) მადლობის წერილს აქვეყნებს:

“გვსურს, მადლობით მოვიხსენიოთ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი არჩილ ფრანგიშვილი, ამავე უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, ბატონი ზურაბ წვერაიძე, ამავე ფაკულტეტის პროფესორი, ქალბატონი ვალიდა სესაძე. მათ ჩემს შვილიშვილს, გურამ ხარაშვილს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტს, რომელსაც მამა 1993 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა და სავლის გადასახადის დაფარვა უჭირდა, წლების განმავლობაში გარკვეული თანხით აფინანსებდა და ზრუნვასა და ყურადღებას არ აკლებდ. ბიჭმა მიიღო სათანადო განათლება და წელს ტექნიკური უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩააბარა მაგისტრატურასი თავისივე სპეციალობით”.

2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამისთვის 2 560 000 ლარი გამოყო. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების ოდენობა და პირობები თავიდანავე განისაზღვრა.

დაფინანსების მოპოვება შეეძლოთ სტუდენტებს, რომლებიც: ბოლო სამი წლის განმავლობაში სწვალობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის რეგიონებში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან რომელთა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა განათლებისა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით; ასევე, სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ; სტუდენტები, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან, ან სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში; სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზოკვლოდ დაკარგულთა შვილები; სტუდენტები, რომლებიც არიან კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის შთამომავლები; სტუდენტები,რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, ან ობოლნი. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ან რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე; სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, ან გასული არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსების ოდენობა და პირობები ყოველწლიურად განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით.
 
 

ასევე:

  • სტუდენტები სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან
  • პროფესიული განათლების მიღების მსურველთა საყურადღებოდ
  • მობილობის პროცედურა დაიწყო
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს მაგისტრატურაში სწავლის 10%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს
  • ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გერმანიაში მიიწვიეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge