საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმის მიზანია სამართლებრივ საკითხებზე სტუდენტთა ცოდნის გაღრმავება, მათთვის პროკურორთა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და კვალიფიციური იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს მთავარის პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ და სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.