საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე, პროექტის “გაიცანი და გააცანი DCFTA” ფარგლებში, სემინარი ჩატარდა. საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ინიციატივით და სავაჭრო სამრეწველო პალატის პარტნიორობით, მიმდინარეობს პროექტი “გაიცანი და გააცანი DCFTA”. პროექტის ფარგლებში იმართება სემინარები სტუდენტებისთვის საქართველოში, შეთანხმების ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესახებ დისკუსიაში ახალგაზრდა თაობის ჩართულობა.
სემინარი ჩაატარეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტებმა. სემინარის იმართება საქართველოს 17 უნივერსიტეტში.
სემინარის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ ვრცელი ინფორმაცია DCFTA-ს სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ.
2014 წლის აგვისტო-სექტემბერში, როგორც მოსალოდნელია, გაფორმდება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას. ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან დაახლოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო მიიღებს შესაძლებლობას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში მოახდინოს როგორც საქონლის, ასევე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მომსახურებების ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. DCFTA მისცემს შესაძლებლობას ქართველ მეწარმეებს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თავისუფლად შევიდნენ მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. შეთანხმება გულისხმობს არამარტო საიმპორტო ტარიფების ლიბერალიზაციას, არამედ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მოხსნასაც.