|
18-03-2014, 13:49
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კეიპ-ტაუნის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს ითანამშრომლონ საქართველოს უნივერსიტეტებთან, რაც უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი კავშირების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლასა და ერთობლივი კვლევების ხელშეწყობას გულისხმობს.
კეიპ-ტაუნის უნივერსიტეტში ამჟამად 6 ფაკულტეტი ფუნქციონირებს: ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო, კომერციული, ჯანდაცვა, იურიდიული. |
|