|
18-03-2014, 17:08
21 მარტს, 16:00 საათზე, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პრიიტ ტურკი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრას გამართავს.
პრიიტ ტურკი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ესტონეთის განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს გააცნობს. საუბარი შეეხება ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს. |
|