სტუ-ს კატარის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ს კატარის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია სტუ
10-04-2014, 13:22
სტუ-ს კატარის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვიასაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა კატარის უნივერსიტეტის დელეგაციასთან. კატარის უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ უნივერსიტეტის პრეზიდენტი შეიხა აბდალა ალ-მისნედი, კატარის უნივერსიტეტის სოციალური და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი დარვიშ ალ ემადი და კატარის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიურ სფეროში, უნივერსიტეტის ფონდის დირექტორი, დოქტორი ხალიდ ალ-ალი.

სტუ-ს კატარის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია
სტუმრებს შეხვდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. საუბარი შეეხო უნივერსიტეტებს შორის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.
სტუ-ს კატარის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია
სტუ-ს კატარის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია
სტუ-ს კატარის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია
სტუ-ს კატარის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია
სტუ-ს კატარის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია
























კატარის უნივერსიტეტი

კატარის უნივერსიტეტი მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქის, დოჰას ჩრდილოეთ ნაწილში. სწავლება მიმდინარეობს არაბულ (განათლება, ხელოვნება და სოციალური მეცნიერებები) და ინგლისურ (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და ბიზნესი) ენებზე. ეს ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია ქვეყანაში.

1973 წელს კატარის ემირმა, ქვეყნის განათლების სისტემის განვითარების მიზნით, დააარსა პირველი ეროვნული კოლეჯი. პირველ წელს სასწავლებელში 57 ვაჟი და 93 ქალი ჩაირიცხა.

ქვეყნის სწრაფმა განვითარებამ მოიტანა სპეციალობების გაფართოების საჭიროება და 1977 წელს ყატარის უნივერსიტეტი ოთხი კოლეჯის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ესენი იყო განათლება; ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები; შარია, სამართალი და ისლამური კვლევები; მეცნიერება. რაც შეეხება ინჟინერიის კოლეჯს, იგი მოგვიანებით, 1980 წელს შეიქმნა. მას მოჰყვა ბიზნესისა და ეკონომიკის კოლეჯი. 2008 წელს კი მათ ფარმაციის კოლეჯი დაემატა და დღეს კატარის უნივერსიტეტი 7 კოლეჯს აერთიანებს. ესენია: მენიერება და ხელოვნება; ბიზნესი და ეკონომიკა; განათლება; ინჟინერია; სამართალმცოდნეობა; ფარმაცია; შარია და ისლამური კვლევები.

გარდა საბაკალავრო ბაზისა, კატარის უნივერსიტეტს აქვს კვლევითი ინფრასტრუქტურა, კვლევითი ლაბორატორიები, ოკეანის გემი, ტექნიკური აღჭურვილობა და ბიბლიოთეკა ათასობით წიგნით, მათ შორის, რარიტეტული ხელნაწერებით.

წლების განმავლობაში უნივერსიტეტს დაემატა ახალი, ფართო სპექტრის პროგრამები, რომლებიც აუცილებელია შრომის ბაზრის მზარდი საჭიროებისთვის. სტუდენტების რაოდენობა 8 000-ს აჭარბებს, ალუმნი კი _ 30 000-ს. სტუდენტებისა და მასწავლებლების შეფარდების კოეფიციენტია 13:1. კატარის უნივერსიტეტში 52 ეროვნების სტუდენტი სწავლობს, მათ შორის, 65 % კატარის მოქალაქეა. ქალები შეადგენენ 70 %-ს. განსაკუთრებული აკადემიური მაჩვენებლების მქონე სტუდენტების ხშირად ფინანსდებიან და იგზავნებიან საზღვარგარეთ სასწავლებლად, იმ ირობით, რომ სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდებიან და მიღებულ გამოცდილებას ქვეყანას მოახმარენ.

2003 წელს კატარის უნივერსიტეტში დაიწყო ამბიციური რეფორმის გეგმის განხორციელება, ადმინისტრაციული და აკადემიური პროცესების ეფექტურობის გაზრდის მიზნით. სტრატეგიული გეგმა მიმართულია ხარისხიანი განათლების ხელსეწყობისკენ.

უნივერსიტეტი ემსახურება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჩართვას რეგიონულ კვლევებში, განსაკუთრებით გარემოს დაცვისა და ენერგიის ტექნოლოგიების სფეროებში.


შეიხა აბდულა ალ მისნედი

კატარის უნივერსიტეტის მე-5 პრეზიდენტი, პროფესორი შეიხა აბდულა ალ მისნედი, კატარის განათლების სისტემის ერთ-ერთი ლიდერი და ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს ეროვნული განვითარების სტრატეგიის ბევრი ინიციატივის ავტორია. მისი სადოქტორო ნაშრომით, რომელიც ქალთა განათლების მნიშვნელობას ეძღვნებოდა, ჯერ კიდევ 1985 წელს დაინტერესდნენ ევროპაში. შეიხა აბდულა ალ მისნედმა დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აკადემიური სფეროს რეფორმის განხორციელებაში. იგი ხელმძღვანელობდა კატარის უნივერსიტეტის ინტენსიური განათლების რეფორმის პროექტს, რომელიც 2003 წელს დაიწყო. აღნიშნულმა პროექტმა მნიშვნელოვნად შეცვალა საზოგადოებისა და ქვეყნის მთავრობის ხედვა უამრავი საკითხისადმი. ალ მისნედმა ჩაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები კატარის უნივერსიტეტის აკადემიურ სექტორში (კურიკულუმები და პროგრამები), ასევე, ადმინისტრაციულ სტრუქტურაში. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში უმაღლესმა სასწავლებელმა მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია მთელ რიგ პროგრამებში. 2010 წელს პროფესორი ალ მისნედი მინისტრად დაინიშნა.

პროფესორი შეიხა აბდულა ალ მისნედი აგრძელებს მონაწილეობას ეროვნული განათლების სისტემის რეფორმის პროცესში. მისი მოღვაწეობის სფერო მოიცავს დაწყებით, საშუალო და კერძო განათლებას, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას კერძო სკოლებში, განსაკუთრებით მათემატიკისა და არაბული ენის კუთხით. ალ მისნედს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო სხვადასხვა პრესტიჟულ ორგანიზაციაში. 2008 წელს დურჰამის უნივერსიტეტში მას „განათლების სფეროში მოპოვებული მიღწევებისთვის“ მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება სამოქალაქო სამართლის დარგში; 2010 წელს ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი წვლილისთვის ეროვნული ჯილდო მიიღო; 2011 წელს _ ახლო აღმოსავლეთის ქალ ლიდერთა ბრწყინვალების ორდენი „ქალი განათლების სისტემაში“;2013 წელს კი დალჰოუსის უნივერსიტეტიში (კანადა) სამართლი სფეროში საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

ცოტა ხნის წინ ალ მისნედი გაერთიანების _"სწავლება კატარის ორგანიზაციებისთვის" _ დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარედ ირჩიეს.

პროფესორ მისნედს სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი ნაშრომი. არის უამრავი რეგიონული და საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის მონაწილე.

ამას გარდა, პროფესორი შეიხა აბდულა ალ მისნედი გამოირჩევა საუკეთესო პიროვნული თვისებებით.


დარვიშ ალემადი


დარვიშ ალემადიმ 1979 წელს დაამთავრა კატარის უნივერსიტეტი ინგლისური და თანამედროვე ევროპული ენების განხრით, 1986 წელს _ ედინბურგის უნივერსიტეტის დოქტურანტურა სოციოლინგვისტიკის სპეციალობით. მას ეკავა რამდენიმე მაღალი რანგის თანამდებობა კატარის უნივერსიტეტში, მათ შორის, იყო ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა კოლეჯის დეკანი. 2003-04 წლებში დარვიშ ალემადი იყო უმაღლესი განათლების საბჭოს განათლების ინსტიტუტის დირექტორი.

დარვიშ ალემადის, როგორც სოციოლინგვისტის, ინტერესის სფერო არის ზოგადად ენის და კონკრეტულად _ ინგლისურისა და არაბულის _ სოციალური ფუნქციები.


ხალიდ ალ-ალი

ხალიდ ალ-ალი არის „სენსეტას“ აღმასრულებელი თავმჯდომარე, ფონდ „ოპუს ნოვუმის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის, „სილიკონ ველეის“ (Silicon Valley) თავმჯდომარე. იგი ხელს უწყობს გლობალური ბიზნესის ლიდერების ჩართვას „სილიკონ ველეის“ საქმიანობაში, მეცნიერბისა და ტექნიკის განვითარების, სხვადასხვა სფეროში ნოვაციის შეტანის მიზნით.

ხალიდ ალ-ალი იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის „ნასასთან“ პარტნიორობის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი; ნასას კვლევის ცენტრის დირექტორის მრჩეველი სამეცნიერო დარგში; მთავარი მკვლევარი, სხვადასხვა პროგრამის ხელმძღვანელი: საჰაერო ხომალდების, კოსმოსური ტექნოლოგიების, ინტელექტუალური ავიონიკის, ენერგოსისტემების, პლანეტარული რობოტების, მთვარის, მარსის, ანტარქტიდის მისიებში მონაწილე ტექნოლოგიების მიმართულებით.

ამას გარდა, ხალიდ ალ-ალი იყო კარნეგი მელონის უნივერსიტეტის სილიკონ ველეის კამპუსის დირექტორი და კურირებდა სხვადასხვა პროექტში გამარჯვებული ინჟინერ-მეცნიერების ჯგუფების გამოვლენისა და დაჯილდოების საქმეს. მან დააარსა კარნეგი მელონის ინოვაციური ლაბორატორია და ხელმძღვანელობდა მის საქმიანობას. ეს იყო კომპაქტური, მაღალგანვითარებული პორტალის ავტონომიური მანქანის შექმნა, რომელიც მოიცავდა მიწის, საჰაერო და სივრცით ოპერაციებს.

ხალიდ ალ-ალი იყო კატარის მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების ფონდის პასუხისმგებელი პირი (გამოყენებითი კვლევები და კომერციული ტექნოლოგიები); კატარის ფონდის დირექტორთა საბჭოს მრჩეველი და ორი მიმართულების ფონდის წევრი: საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტის და საორგანიზაციო კომიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და საკომუნიკაციო პროექტის.

ხალიდ ალ-ალის მიღწევათა შორისაა რობოტები, აკუსტიკა სხვადასხვა მედიასისტემაში, ელექტრო-სამედიცინო სისტემები. იგი მუშაობდა ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბოულდერში, კოლორადოს უნივერსიტეტში და კატარის უნივერსიტეტში. მას აქვს შექმნილი არაერთი გუნდი, რომლებიც მუშაობს სხვადასხვა საკითხზე, ესაა სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.

დოქტორი ხალიდ ალ-ალი არის მსოფლიოში ცნობილი გამომგონებელი, დაპატენტებული აქვს სხვადასხვა ტექნოლოგია, მათ შორის, კონტროლის სისტემები არაწრფივი აკუსტიკური მოწყობილობისთვის. მისი ზოგიერთი გამოგონება ჯერ კიდევ არაა დაპატენტებული. იგი არის კალიფორნიის უნივერსიტეტის მექანიკური და ელექტრონული ინჟინერიის დოქტორი.
 
 

ასევე:

  • სტუ-ს კატარის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვევა
  • სტუ-ს ჩინეთის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია
  • სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო დაინტერესებულ პირებს იწვევს საჯარო ლექციაზე
  • ბულგარელ პროფესორს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
  • ტალინის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუდენტებს პროგრამები გააცნეს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge