ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სტუ-ში შეხვედრას გამართავს » News.GTU.ge



«    მარტი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
დაგვიკავშირდით

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სტუ-ში შეხვედრას გამართავს სტუ
14-05-2014, 18:17
ხვალ, 15 მაისს, 12:00 საათზე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი თამარ რუხაძე და ქარტიის წევრები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვედრას გამართავენ. შეხვედრას ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები დაესწრებიან.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეიქმნა 2009 წლის 4 დეკემბერს, როდესაც 139-მა ჟურნალისტმა ხელმოწერით დაადასტურა, რომ დაიცავს პროფესიული ქცევის საერთო სტანდარტებს და ამავე ხელმოწერით ყველა მათგანი გახდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი და დამფუძნებელი. ქარტიის მიზანია ჟურნალისტური ეთიკის ნორმებისა და პროფესიული სტანდარტის შექმნა, დამკვიდრება და დაცვა. ამ დროისთვის ქარტიას 248 წევრი ჰყავს. ქარტიას მართავს წევრების მიერ არჩეული 9-კაციანი საბჭო, რომელიც იხილავს ქარტიის წევრების მხრიდან პროფესიული სტანდარტების დარღვევის ფაქტებს ქარტიაში შესული საჩივრების საფუძველზე, ორგანიზაციის ადმინისტრირებას კი ახორციელებს საბჭოს მიერ კონკურსის წესით შერჩეული აღმასრულებელი დირექტორი. ქარტიის საბჭოს მუშაობა განსაზღვრულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წესდებით.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორია თამარ რუხაძე. ქარტიის სარევიზიო კომისიას ხელმძღვანელობს ჟურნალისტი ნანა ბიგანიშვილი, კომისიის წევრები არიან ლია ბასილაია-შავგულიძე და შორენა ღლონტი.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში სოციალისტების სტუდენტური ქარტიის პრეზენტაცია გაიმართება
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ეთიკის კოდექსების მუშაობა შეფასდა
  • 17 აგვისტო პულიცერის პრემიის დაწესების დღეა
  • სტუ-ის ქალთა ასოციაცია ნანა ხაზარაძესთან შეხვედრას მართავს
  • სტუ-ში მედიატექნოლოგიების ლაბორატორია იხსნება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge