სტუ-ში მედიატექნოლოგიების ლაბორატორია იხსნება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში მედიატექნოლოგიების ლაბორატორია იხსნება სტუ
25-12-2013, 16:47
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე, მედიატექნოლოგიების ლაბორატორია იხსნება. ლაბორატორია, რომელიც მაღალი ხარისხის უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი, ფუნქციონირებას მეორე სემესტრიდან დაიწყებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” გადაცემა “შუადღეში” მიწვეულნი იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი და მედიატექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ცნობილი ჟურნალისტი, ასოცირებული პროფესორი გიგლა გობეჩია.

საპატრიარქოს ტელევიზიაში თემურ ჯაგოდნიშვილმა ისაუბრა მედიატექნოლოგიების ლაბორატორიის მნიშვნელობის შესახებ. “აკადემიური კლასიკური ფუნდამენტური განათლების გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი პროფესიული საქმიანობა, მათ შორის, ჟურნალისტური. დღეს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ დარსებული ჟურნალისტური სკოლა უზრუნველყოფს ერთ მხარეს: ჟურნალისტურ დაოსტატებას. მეორე მხარეა კლასიკური აკადემიური განათლება, რისი დიდი დეფიციტიც არსებობს დღევანდელ ჟურნალისტურ სივრცეში. მედიატექნოლოგიების ლაბორატორიის შექმნა ერთგვარი მცდელობაა ამ ორი აუცილებელი მოცემულობის შეთანადებისა და გამთლიანებისა. უნივერსიტეტმა არა მხოლოდ თეორიული სწავლება უნდა უზრუნველყოს, არამედ პროფესიულ პრაქტიკასთან რაც შეიძლება მეტად დახლოებული სასწავლო-სასემინარო მუშაობაც. ეს გახლავთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო განათლება და სწორედ ესა მიზანი ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში მედიატექნოლოგიების ლაბორატორიის დაარსებისა”, – აღნიშნა თემურ ჯაგოდნიშვილმა.

თემურ ჯაგოდნიშვილის განმარტებით, მედიაცენტრ-ლაბორატორიაში მეცადინეობა, თეორიულთან ერთად, პრაქტიკული მიმართულებითაც წარიმართება: სტუდენტი ჟურნალისტები უკვე სტუ-ის ლაბორატორიის ბაზაზე დაეუფლებიან იმ აუცილებელ სტანდარტებს, პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რაც მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მოაპოვებინებს.

ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიგლა გობეჩიამ მედიატექნოლოგიების ლაბორატორიის ფუნქციების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მომავალი ჟურნალისტისთვის ერთია ტექნიკური საშუალებების დაუფლება და მეორეა ამ ტექნიკის სრულყოფილი გამოყენება, ისე, რომ უნარიანი მედიაპროდუქტი მივიღოთ. “ეს არის დროის მოთხოვნა, რაც ინტერნეტტექნოლოგიების მოჭარბებამ განაპირობა. უნდა აღინიშნოს, რომ სულ რაღაც ორი ათეული წლის განმავლობაში ინფორმაციის დეფიციტის მდგომარეობიდან ინფორმაციის პროფიციტის ეპოქაში გადავედით. პროფიციტმა კი ათასი სხვა პრობლემა მოიტანა. სტუდენტს მარტო ის კი არ უნდა ავათვისებინოთ, როგორ დაიჭიროს კამერა, როგორ გადაიღოს, როგორ მოეპყრას ტექნიკას, არამედ უნდა ვასწავლოთ, ჩაუღრმავდეს საკითხის არსს, ჩასწვდეს ადამიანების, რესპოდენტების სოციალურ-ფსიქოლიგიურ ელემენტებს”, – აღნიშნა გიგლა გობეჩიამ.

საგულისხმოა, რომ მედიატექნოლოგიების ლაბორატორიისადმი ინტერესი და მოთხოვნა სტუდენტთა მხრიდან ძალიან დიდია. ლაბორატორიაში, ძირითადად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას, თუმცა ეს სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. იგეგმება წარმატებული პრაქტიკოსი ჟურნალისტების მოწვევა, რომელთაც ძალიან ბევრი აქვთ სათქმელი მომავალი პროფესიონალებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტები მუშაობენ სტუდენტური საიტის შექმნაზე, რომლის არსი, ფორმა და სახელწოდებაც კი უკვე მოფიქრებულია.

როგორც თემურ ჯაგოდნიშვილმა აღნიშნა, იგეგმება რამდენიმე შემეცნებითი პროექტიც. ერთ-ერთი ასეთი ჩანაფიქრია “შეიცანი შენი სამშობლო”, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის მონახულებას, გაცნობას, შესწავლას ითვალისწინებს. კონკრეტულად, უკვე გაზაფხულზე მოეწყობა ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში. სტუდენტები მოინახულებენ ისტორიულ ძეგლებს, გაესაუბრებიან ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას. “მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები შევიყვანოთ იმ სამყაროში, რასაც ქართული ცნობიერება ჰქვია”, – აღნიშნა თემურ ჯაგოდნიშვილმა.

არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტია “ქართული სულის ენციკლოპედია”. როგორც თემურ ჯაგოდნიშვილი აღნიშნავს, პროექტის მიზანია, ახალგაზრდებმა იცოდნენ, “რანი ვართ ქართველები, როგორია ჩვენი კულტურული და ენობრივი ცნობიერების ელემენტები, რაც ქართველობას განსაზღვრავს, რითი ვართ გამორჩეულები, რითი მოვაღწიეთ აქამდე და კიდევ რა შეგვიძლია შევიტანოთ მსოფლიო ცივილიზაციის საგანძურში”.

იგეგმება, ასევე, ქართული პუბლიცისტიკის სრული კორპუსის მომზადება. როგორც თემურ ჯაგოდნიშვილი აღნიშნავს, ქართველი კლასიკოსი პუბლიცისტების ტექსტები (მე-19 საუკუნიდან მოყოლებული) სრულად, დღემდე არ მოგვეპოვება და ძალიან მნიშვნელოვანი მათი თავმოყრა.

თემურ ჯაგოდნიშვილი და გიგლა გობეჩია აღნიშნავენ, რომ მედიატექნოლოგიების ლაბორატორიას აქტიური ურთიერთობა ექნება თანამედროვე მედიასაშუალებებთან.

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=ertsulovneba&seekTime=23-12-2013%2014:19
 
 

ასევე:

  • დაიბეჭდა რეზო სტურუას პოეტური კრებული “მზე, რომელიც წვიმამ გადაიყოლა”
  • სტუ-ში რეზო სტურუას პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
  • აზერბაიჯანელი პროფესორი სტუ-ში პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა
  • აზერბაიჯანელი პროფესორი სტუ-ის ქართული ენის მოსამზადებელი ჯგუფების სტუდენტებს შეხვდა
  • სტუ-ში ფიზიკის განახლებული სასწავლო ლაბორატორია დაიწყებს ფუნქციონირებას






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge