19-21 ივნისს ქ. თბილისში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მექანიკა 2014”, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მანქანებისა და მექანიზმების მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის საერთაშორისო ფედერაციის (იფტომმ) საქართველოს კომიტეტის, რ. დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის და საქართველოს საინჟინრო აკადემიის მიერ. კონფერენცია მიძღვნილი იყო იფტომმ-ის ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალის “მექანიკის პრობლემები” დაარსებიდან 15 წლისთავისადმი, რომელიც გამოდის თბილისში.
კონფერენციის პლენარული სხდომა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს შესავალი სიტყვით მიმართა.
კონფერენციაზე მოხსენებით “15 წელი მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის სამასხურში” გამოვიდა იფტომმ-ის საქართველოს კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი ნოდარ დავითაშვილი, რომლის მოხსენება ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა იფტომმ-ის სპეციალური გამოცემის ჟურნალში “მექანიკის პრობლემები”.
პროფესორ ნოდარ დავითაშვილის მოხსენების შემდეგ მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ოთარ გელაშვილი. მან დაწვრილებით მიმოიხილა ჟურნალის მიერ მანქანების, მექანიზმების და მექანიკის სპეციალისტებისთვის გაწეულ სამსახურს და ჟურნალის დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის, პროფესორ ნოდარ დავითაშვილის მოღვაწეობა. მან ისაუბრა ნ. დავითაშვილის მოღვაწეობის შესახებ და გულთბილად მიულოცა მას დაბადებიდან 75 წლისთავი.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ პროფესორი გელა ყიფიანი, სტუმრები იტალიიდან პროფესორი გუიდო დანიელი, აზერბაიჯანიდან პროფესორი ვალეხ ბახშალიევი, პროფესორი ყაზახეთიდან სკანდერბეგ ჯოლდასბეკოვი. იფტომმ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა პროფესორმა მარკო ჩეკკარელმა საკმაოდ ვრცელი მოლოცვა გამოგზავნა, რომელიც სპეციალური გამოცემის ჩურნალში დაიბეჭდა.
საერთაშორისო კონფერენცია “მექანიკა 2014” დაიხურა 21 ივნისს და მისი შეფასება როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერებისაგან საკმაოდ კარგი იყო. გადაწყდა: ყოველ ორ წელიწადში ერთხელ თბილისში ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენცია ”მექანიკა 2016” და ა.შ., რაც ხელს შეუწყობს ქართველი და უცხოელი მეცნიერების კონტაქტების გაღრმავებასა და ახალი გამოკვლევების ურთიერთგაზიარებას.
აღსანიშნავია, რომ მანქანებისა და მექანიზმების მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის საერთშორისო ფედერაციის (იფტომმ) სამეცნიერო ჟურნალმა “მექანიკის პრობლემები”, რომელსაც დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა, საკმაოდ რთული გზა განვლო.
იფტომმ-ის საქართველოს კომიტეტის თავმჯდომარის, პროფესორი ნოდარ დავითაშვილის განცხადებით, იფტომმ-ი წარმოადგენს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეცნიერთა ფედერაციას მანქანებისა და მექანიზმების კვლევების დარგში და ფუნქციონირებს 1969 წლიდან; აქვს კონსტიტუცია (წესდება), რომლის მიხედვითაც ის ფუნქციონირებს; ოთხ წელიწადში ერთხელ ატარებს მსოფლიო კონგრესებს, სადაც განიხილებოდა დარგის მრავალი სამეცნიერო პრობლემა; ხორციელდება შესრულებული კვლევების ინფორმაციების გაცვლა და პრაქტიკაში მათი მიზანშეწონილად წარმართვა; ხელმძღვანელობას უწევს ფედერაციის წევრი ქვეყნების სამეცნიერო კვლევებს; ახორციელებს ფედერაციის დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო ჟურნალებში სტატიების ბეჭდვას და სხვა.
“ჟურნალის სარედაქციო კოლეგია და პირსდად მე დიდი მადლობლები ვართ IFToMM-ის ყოფილი პრეზიდენტის პროფესორ მარკო კეკარელის მიერ ჟურნალის სტატუსისა და ფუნქციონირების საქმეში გაწეული მუდმივი დახმარებისა და თანადგომისათვის. ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ IFToMM-ის საქართველოს კომიტეტისა და ჟურნალისათვის “მექანიკის პრობლემები” გაწეული პარტნიორობისათვის რაფო დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ თამაზ ნატრიაშვილს. გვინდა იმედი გამოვთქვათ, რომ მანქანებისა და მექანიზმებისა მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის საერთაშორისო ფედერაციის სამეცნიერო ჟურნალის “მექანიკის პრობლემები”, რომელსაც დაარსებიდან 15 წელი შეუსრულდა, კვლავაც აქტიურად გააგრძელება ფუნქციონირებას, განამტკიცებს და გააძლიერებს IFToMM-ის მეცნიერების განვითარებას. სამეცნიერო ჟურნალის “მექანიკის პრობლემების” სამეცნიერო-სარედაქციო კოლეგიას ვულოცავ ჟურნალის დაარსებიდან 15 წლის თავს და ვუსურვებ შემოქმედებით წარმატებებს”, –განაცხადა ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა პროფესორი ნოდარ დავითაშვილი.
პროფესორი მარკო ჩეკკარელლი იფტომმ-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის ”მექანიკა 2014”-ის მონაწილეებს მიმართავს:
“ჩემთვის, როგორც იფტომმ-ის ყოფილი პრეზიდენტისათვის, დიდი პატივია მოგესალმოთ იფტომმ-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციის ”მექანიკა 2014”-ის მონაწილეებს. ეს კონფერენცია, რომელიც იმართება თბილისში 2014 წლის 19-21 ივნისს, ეძღვნება იფტომმ-ის ჟურნალის ”მექანიკის პრობლემების” დაარსების 15 წლისთავს და არის მეტად ღირშესანიშნავი ღონისძიება. 15 წლის მანძილზე ჟურნალმა მეტად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მექანიზმებისა და მანქანების, ასევე მექანიკის მეცნიერებების განვითარების საქმეში. მინდა გისურვოთ ნაყოფიერი და წარმატებული შემოქმედებითი მუშაობა. იფტომმ-ის საქმიანობიდან გამომდინარე კონფერენცია ”მექანიკა 2014” მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს. ის ხელს შეუწყობს იფტომმ-ისა და მექანიკის მეცნიერების განვითარებას.
იფტომმ-ის საერთაშორისო ფედერაცია მხარს უჭერს ამ კონფერენციას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს გამოიხატება სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა ურთიერთობის თანამშრომლობის უზრუნველყოფაში, მუშაობის შესაფერისი გარემოს შექმნაში და მეცნიერების უახლოესი მიღწევების გაზიარებასა და გავრცელებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ კონფერენცია ”მექანიკა 2014”, რომელიც მიძღვნილია იფტომმ-ის ჟურნალის ”მექანიკის პრობლემები” დაარსებიდან 15 წლის თავისადმი, მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალი ”მექანიკის პრობლემები” წარმოადგენს იფტომმ-ის ოფიციალურ ჟურნალს (იფტომმ-ის ჟურნალების ჩამონათვალში -5 ჟურნალიდან - იგი რიგით მეორე ჟურნალია) და მისაბაძი მაგალითია დასავლეთის ქვეყნებისათვის.
ვულოცავ პროფესორ ნოდრ დავითაშვილს და მის გუნდს კონფერენციის წარმატებულ ორგანიზებას.მინდა აღვნიშნო, რომ იფტომმ-ის საზოგადოება განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება როგორც სამეცნიერო, ისე საზოგადოებრივი საქმიანობის ასპექტებს, რათა ხელი შეუწყოს მეცნიერების განვითარებას და იფტომმ-ის საზოგადოების წინსვლას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიზნების მისაღწევად კონფერენციის ყველა მონაწილე წარმატებით ითანამშრომლებს. კიდევ ეთხელ მინდა მადლობა გადავუხადო კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომლებიც ამ ღონისძიებით განამტკიცებენ იფტომმ-ის ტრადიციულ მაღალი ხარისხის სტანდარტს.
დამატებით, მინდა გაცნობოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძების შესახებ. 2015 წლის ოქტომბერში ტაივანში, (ჩინეთი-ტაიპეჯი) ჩატარდება იფტომმ-ის მსოფლიო კონგრესი. იმედი გვაქვს, რომ თქვენი კოლეგები, მსოფლიოს ყველა ქვეყნის მეცნიერებთან ერთად, აქტიურ მონაწილებას მიიღებენ ამ ღონისძიებაში. კონფერენციის ყველა მონაწილეს გიწვევთ ამ მსოფლიო კონგრესზე.
დაბოლოს, მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ვერ ვმონაწილეობ კონფერენციის მუშაობაში (იტალიაში ჩემი გადაუდებელი საქმეების გამო). იმედი მაქვს, რომ მომავალში როგორც მე, ასევე იფტომმ-ის წევრი ქვეყნების მეცნიერები აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ იფტომმ-ის საქართველოს კომიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ღონისძიებებში, კონფერენციებში და კონგრესებში.
გისურვებთ წარმატებებს და სასიამოვნო დროს გატარებას როგორც ტენიკური, ისე საზოგადოებრივი თვალსაზრისით”.