2 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობის კურსდამთავრებულების დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობა საქართველოში პირველად 1995 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ფაკულტეტზე დაარსდა ფილოსოფიის კათედრის გამგის-პროფესორი ვანო ჭიაურელის ინოციატვით. იმავე წლიდან “პიარის” სპეციალობა გახდა ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი ჩვენს ქვეყანაში. 1999 წლიდან ფუნქციონირებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობის მაგისტრატურა, პიარის სპეციალობის კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი წარმატებით მოღვაწეობს თავის სპეციალობით ადგილობრივ და საერთაშრისო ორგანიზაციებში, ასევე ლექციებს კითხულობენ სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტში.