იაპონელ პროფესორს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

იაპონელ პროფესორს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭება სტუ
8-12-2014, 02:58
8 დეკემბერს, 14:300 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იაპონელ პროფესორ აცუტო სუზუკის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭება. შესაბამის დიპლომს იაპონელ პროფესორ სტუ-ის რექტორი არჩილ ფრნგიშვილი გადასცემს.

იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) გენერალურ დირექტორს, პროფესორ
აცუტო სუზუკის აღნიშნული ჯილდო მაღალი ენერგიების სფეროში განსაკუთრებული მიღწევების აღიარების ნიშნად, ასევე, ქართველ და იაპონელ მეცნიერებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის გადაეცემა.

სუზუკი სწავლობდა ნიიგატას უნივერსიტეტში, დოქტორის ხარისხი მოიპოვა ტოჰოკუს უნივერსიტეტში, მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 1993 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პროფესორად აირჩიეს. სუზუკი მონაწილეობდა იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ექსპერიმენტში. 2005 წელს მან მიიღო მედალი „Purple Ribbon“. 2006 წლის აპრილიდან იგი უკვე იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) გენერალური დირექტორია. 2006 წელს მან მიიღო Bruno Pontecorvo-ს პრემია.
 
 

ასევე:

  • აცუტო სუზუკის სტუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა
  • აკადემიკოს ვიქტორ მატვეევს სტუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა
  • ბულგარელ პროფესორს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
  • ჩინეთის საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ტექნიკურ უნივერსიტეტში
  • დიმიტრი შაშკინმა პროფესორ ვაჟა მენთეშაშვილს საპატიო დიპლომი გადასცა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge