|
12-03-2015, 12:27
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები პროქტში _ Cap4com - CAPACITY FOR COMPETENCY _ ჩაერთნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ალექსანდრე ედიბერიძემ განაცხადი შეავსო, კონკურსის მოგებას სამ წელს ელოდა, მეოთხე წელს გაგზავნილ განცხადებაზე თანხმობა მიიღო. 2011 წლის ოქტომბერში კი დაიწყო ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Tempus-ის პროექტი, სახელწოდებით ,,სომხეთში საქართველოსა და უკრაინაში პროფესიული ტრენინგებით უნივერსიტეტების საწარმოებთან თანამშრომლობის გაღრმავება‘’.
„პრაქტიკა არის თეორის გამყარების უმნიშვნელოვანესი გზა, ამიტომ ორივე მათგანი მჭიდრო ურთიერთკავშირშია. თეორია პრაქტიკის გარეშე უპერსპექტვო მომავალია. ეს პროექტი კი აქტიური მხარდამჭერია თეორიასთან ერთად, უშუალოდ პრაქტიკული მეცადინეობების განხორციელების. რთულია ვისაუბროთ პროექტზე, რომელიც უბრალო მკითხველისთვის შესაძლოა არცთუ ისე კარგად იყოს ცნობილი, ამიტომ აუცილებელია გავაცნოთ იგი. პროექტმა ბევრი სასიკეთო ინიციატივა დანერგა. Cap4com არის Tempus ის პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში. პროექტი 2011 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო და 2015 წლის 15 მარტს დასრულდება. ამ სამი წლის შეჯამება საკმაოდ ნაყოფიერია.“, _ აცხადებს ალექსანდრე ედიბერიძე.
მისი განცხადებით, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იქნა მემორანდუმი გაფორმებული: ,,ნიუსტარი’’ ,,აგრო-ბიზნეს კონსალტინგი ’’ ,,Rural Inverstment Support’’ ,,Karadeniz Technical University’’ ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება(ITCS)‘’, "HTS (High Tech Solutions)" და სხვა კომპანიებთან, სადაც ჩვენი სტუდენტები პრაქტიკულ განათლებას იღებდნენ.
„Cap4com ის პრიორიტეტი უნივერსიტეტის წარმოებასთან კავშირების გაძლიერებაა პროფესიონალური ტრენინგების მეშვეობით , რომელსაც ევროქვეყნების - გერმანიის , საფრანგეთის, ინგლისისუნივერსიტეტების ექსპერტები უძღვებიან, ხოლო კორდინატორი ბელგიის წამყავნი უნივერსიტეტია. წარმოებასთან თანამშრომლობის გაძლერება თავისთავად გააძლიერებს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხს. სტუდენტებსა და მასწავლებლებს კი ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაში დაეხმარება“, _ განაცხადა ედიბერიძემ.
მისი განცხადებით, პროექტმა ძირითად ამოცანად დაისახა ლექტორების დატრენინგება და მათ მიერ სტუდენტების ტრეინინგი.
პროექტს განსაკუთრებული მიზანი აქვს - სასწავლო პროცესის გაუმჯობესება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება. ამ პროექტის ბაზაზე შეიქმნა უნივერსიტეტის წარმოებასთან კავშირის ცენტრი, რომლის გახსნისთანავე ბიზნების ლაბორატორია ჩამოყალიბდა, სადაც მართვის, ოპტიმიზაციის საკითხების დამუშავება თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება.
„საინფორმაციო ტექნოლოგიების გაჟღერებისთანავე უნდა გავიხსენოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე გაკეთებული მედიაპორტალი და პირველი სტუდენტური ინტერნეტრადიოს საჭირო ტექნიკით აღჭურვა, სწორედ ამ პროექტის განვითარების კუთხით შეძენილი იქნა მაუწყებლობისთვის აუცილებელი ინვენტარი. მსგავსი ხელშეწყობა განსაკუთრებული მაგალითია საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. მან საშუალება მისცა თეორიაშესწავლილ სტუდენტებს, თავიანთი აქტიური პროფესია პრაქტიკული გამოცდილებით საკუთარ უნივერსიტეტშივე გაემყარებინათ“, _ განაცხადა მან.
ედიბერიძის განცხადებით, კომუნიკაცია ყველგან და ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, განსაკუთრებით წარმოებებსა და განათლებას შორის. კავშირის დამყარება მნიშვნელოვანი ფაქტორია რაიმე ხარისხიანის შექმნის. „Cap4com-ის შორმჭვრეტელი მნიშვნელოვანი საყრდენი და მიზანი საწარმოო კომპანიებსა და უნივერსიტეტებს შორის ახლო კავშირის დამყარებაა. სასწავლო-სამეცნიერო პროცესების ოპტიმიზაცია და მართვა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. განათლებას იღებ უნივერსიტეტში და იყენებ საწარმოო კომპანიაში, კომპანია კი მისთვის კარგად მომზადებულ კადრს იღებს . ეს ფაქტორები ორივე მათგანს სანდოობის განცდას უყალიბებს. კარგად მომზადებული, დატრენინგებული ლექტორის მიერ გადამზადებული კადრი, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ხარისხზე ორიენტირების საწინდარია“, _ განაცხადა ედიბერიძემ.
„ყოველივე ამის დასამტკიცებლად, კარგი მაგალითია Cap4com-ის მიერ პირველი - საფრანგეთ-ბელგიის მოდელი: სტუდენტებს დიპლომთან ერთად სპეციალური სერტიფიკატი ეძლევათ, რომელიც დანართს წარმოადგენს. ამ სერტიფიკატს კი სტუდენტი სხვადასხვა სპეციალობის სწავლის შემდეგ იღებს. ყოველწლიურად ცენტრი მრავალი გარეორგანიზაციის დაკვეთას იღებს, მათგან მიღებული დაფინანსება კი სტუდენტების სტიპენდიებსა და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს ხმარდებათ. კონტრაქტის საფუძველზე ორგანიზაცია ვალდებულია ჩარიცხოს გარკვეული თანხა იმ შემთხვევაშიც, როდესაც კადრების მიმდინარე მომზადება არ ხდება. ეს პროცესი დინამიკაში ვითარდება და მთლიანად დამოკიდებულია საწარმოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნაზე“, _ განაცხადა მან.
ედიბერიძის განცხადებით, მეორე მოდელს ინგლისისა და გერმანიის უნივერსიტეტები წარმოგვიდგენენ, სადაც თვითონ უნივერსიტეტებში არსებულ გამოყენებით კვლევით ინსტიტუტებს აქვთ საკმაოდ დიდი ბიუჯეტი, რომელიც გარე დამკვეთი ორგანიზაციებიდან გამოიყოფა. თანხები შიდასაუნივერსიტეტო სტრატეგიის განსახორციელებლად გამოიყენება, რაც გამოიხატება ,,Start –Up'' კომპანიების, ბიზნესინკუბატორების, ტექნოცენტრების, ტექნოპარკების ჩამოყალიბებაში, სადაც სტუდენტები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად პრაქტიკულად ახორციელებენ სხვადასხვა პროდუქციის მომზადებასა და გამოშვებას.
ორივე მოდელის გამოყენების დროს უნივერსიტეტის მენეჯმენტი იყენებს სტუდენტების აქტიური წახალისებისთვის სიგელებს, სხვადასხვა ღონისძიებას და ფულად ჯილდოებს.
„მართალია, შეიძლება ფიქრობდეთ, რომ იმ ქვეყნებისგან, რომელთაც ეს პროგრამები ასე აქტიურად და წარმატებით დანერგეს ჩვენ შორს ვართ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩვენ მოვახერხეთ ამ პროქტში ჩართვა, საკმაოდ ბევრ საწარმოსთან ურთიერთკავშირის დამყარება, სტუდენტების მონდომებისა და ჩართულობის გამოღვიძება, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და პრაქტიკული მეცადინეობების დანერგვა. ეს უკვე დიდი საქმეა, საქმე, რომელიც უფრო განვითარებადი ხდება ყოველდღიურად“, _ განაცხადა მან. |
|