საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა წარჩინებულ სტუდენტებს სტაჟირება შესთავაზა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა წარჩინებულ სტუდენტებს სტაჟირება შესთავაზა სტუ
26-03-2015, 11:47
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის ენერგეტიკისა და სამთო-ინჟინერიის ფაკულტეტების 12 წარჩინებული სტუდენტი GIEC‐ის (საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია) მოწვევით გარდაბნის თბოელექტროსადგურში სასწავლო-შემეცნებით პრაქტიკაზე იმყოფებოდა.

უკვე სამი წელია 12-ვე სტუდენტი „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის სტიპენდიანტია. ამ დარგების პოპულარიზაცია ახალგაზრდების დაინტერესება, მოზიდვა და მათი სამომავლოდ დასაქმება „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის (რომლის შემადგენლობაში GIEC შედის) საგანმანათლებლო პროექტის ერთ-ერთი ეტაპია. სწორედ ამიტომ კორპორაცია ტექნიკური უნივერსიტეტის მე-3 კურსის წარჩინებულ სტუდენტებს მასპინძლობდა.

„ჯი-აი-ჯიმ“ სტუდენტებს სასწავლო-შემეცნებითი პრაქტიკის კურსი, საზაფხულო სტაჟირება შესთავაზა. სამომავლოდ კი კომპანია სტუდენტებს, რომლებიც არსებულ სპეციალობებს შეარჩევენ, საუკეთესოებს კორპორაციაში დასაქმებას სთავაზობს. ოცწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიას ბიზნესისა და განათლების სფეროების თანამშრომლობის ეს მოდელი ერთ-ერთ საუკეთესო პრეცედენტად მიაჩნია ახალგაზრდებში განათლების წახალისებისა და სამომავლო დასაქმების თვალსაზრისით.

ტექნიკური სპეციალობების პოპულარიზაცია და ახალი კადრების აღზრდა და მოზიდვა მნიშვნელოვანია როგორც ამ სპეციალობებისა და ბიზნესისათვის ასევე ქვეყნის განვითარებისთვის. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში. მისი ბიზნესპორტფელი მოიცავს ნახშირის მოპოვებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას (ჰიდრო, ბუნებრივ აირზე და ნახშირზე მომუშავე სადგურები) ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი ქონების მართვას. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელია დავით ბეჟუაშვილი.
 
 

ასევე:

  • კახა კალაძემ წარჩინებულ სტუდენტებს სასტიპენდიო ვაუჩერები გადასცა
  • ტექნიკური განათლების პროპაგანდის კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
  • საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი სტუ-ში შეხვედრას გამართავს
  • კახა კალაძის ინიციატივით, წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდია დაენიშნათ
  • სტუ-ის 12 სტუდენტი “მაგთიკომის” სტიპენდიანტი გახდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge