ტექნიკური განათლების პროპაგანდის კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

ტექნიკური განათლების პროპაგანდის კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სტუ
14-06-2011, 13:22
ტექნიკური განათლების პროპაგანდის კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართასაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აბიტურიენტებთან შეხვედრა და ახალი პროეტების პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს უმსხვილესი ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" სახელმწიფოს მიერ აღიარებული პრიორიტეტების გათვალისწინებით, ახალგაზრდებში ტექნიკური განათლების პროპაგანდის კამპანიას იწყებს.

ჰოლდინგის ორგანიზებით, 50-მდე აბიტურიენტისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიისა და ენერგეტიკის ფაკულტეტების დეკანებმა, ანზორ აბშილავამ და გია არაბიძე, პრეზენტაციები გამართეს, ხოლო „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა", როგორც ახალგაზრდების პოტენციურმა დამსაქმებელმა, მათ ჰოლდინგის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. პრეზენტაციების გარდა, აბიტურიენტებს ტექნიკური უნივესტიტეტის სასწავლო ლაბორატორიების დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ.

„საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩაატარა. ამჯერად პრეზენტაციას თეთრიწყაროს რაიონის სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ, ხოლო ახლო მომავალში მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სხვა რაიონების აბიტურიენტებისთვისაც გაიმართება.

ღონისძიებას „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" მაღალი რგოლის მენეჯმენტი და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები დაესწრნენ. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს და მართავს არაერთ კომპანიას: ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მოპოვება-დამუშავების, საშენ მასალათა წარმოების, ლოჯისტიკური მომსახურების, დეველოპმენტის და სხვა სფეროებში.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორის ზაზა სადუნიშვილის განცხადებით, ამ ტიპის შეხვედრებით აბიტურიენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ ტექნიკურ პროფესიებს, რომ მათი მომავალი პროფესიის არჩევისას სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.

ჰოლდინგში შემავალი კომპანიები ორიენტირებული არიან ქვეყნის რესურსების ეფექტიან მოპოვება-გამოყენებაზე, რაც ხელს უწყობს საქართველოს ინდუსტრიის გრძელვადიან და წარმატებულ განვითარებას. ჰოლდინგმა უკვე განახორციელა ათობით მილიონის ინვესტირება საქართველოს ეკონომიკაში და კვლავ გეგმავს პერსპექტიული წამოწყებების მხარდაჭერას.
 
 

ასევე:

  • საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი სტუ-ში შეხვედრას გამართავს
  • საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა წარჩინებულ სტუდენტებს სტაჟირება შესთავაზა
  • ენერგეტიკის მინისტრი სტუ-ში ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს შეხვდა
  • ბრუკჰავენის ლაბორატორიის მონიტორინგის ჯგუფი სტუ-ში პრეზენტაციას მართავს
  • სტუ-ს ბრუკჰავენის ნაციონალური ლაბორატორიის მონიტორინგის ჯგუფი ეწვევა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge