„უკუ დენის იმპულსური კვების წყაროს“ საჯარო პრეზენტაცია » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

„უკუ დენის იმპულსური კვების წყაროს“ საჯარო პრეზენტაცია სტუ
19-06-2015, 22:27
26 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ კვლევათა რესპუბლიკურ ცენტრში (1 კორპუსში, აუდ. #725ბ), შედგება ნაპერწკალურ პლაზმური შეცხობის/სინთეზის (SPS) მოწყობილობის „უკუ დენის იმპულსური კვების წყაროს“ საჯარო პრეზენტაცია.

კვების წყაროს შეძენა შესაძლებელი გახდა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, „თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესაძენად“ გამარჯვების შედეგად მიღებული #41/03 გრანტის საშუალებით.

უკუ დენის იმპულსური კვების წყარო, High Frequency Switch Rectifier 10000A/24V, დამზადებულია ჩინური კომპანია Foshan Jiechuang Technology Co., LTD მიერ, ჩვენს მიერ შემუშავებული ტექნიკური მონაცემების მიხედვით. კვების წყარო უზრუნველყოფს 10000A და 24V მქონე სხვადასხვა ტიპის: მუდმივი, მუდმივი იმპულსური და ცვლადი იმპულსური დენის მაქსიმალური მნიშვნელობის მიღებას. იმპულსისა და პაუზის მინიმალური სიგანე შესაძლებელია მივიღოთ 1 მლწმ სიდიდის.აღნიშნული კვების წყაროს გამოყენება ჩვენს მიერ შექმნილ SPS მოწყობილობაში იძლევა საშუალებას მისი ფუნქციონირების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და შესაძლებელია მივიღოთ სხვადასხვა ტიპის კომპოზიციური მასალები, განსხვავებული რეჟიმებით, 2 500oC მეტ ტემპერატურაზეც კი ძალზე მცირე დროში.

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.
 
 

ასევე:

  • პროექტის პრეზენტაცია სტუ-ში
  • აეროპორტში სენსორული მონიტორების პრეზენტაცია გაიმართება
  • სამხრეთკორეელ კონსტრუქტორთა ჯგუფმა ”ჭკვიანი” პლასტიკური ბარათი შექმნა
  • დღეს "1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთრის" პრეზენტაცია გაიმართება
  • სამეცნიერო მოღვაწეობა და სწავლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge