ინოვაციებისა და მეცნიერების კვირეული გაიხსნა » News.GTU.ge



«    დეკემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

ინოვაციებისა და მეცნიერების კვირეული გაიხსნა სიახლე
11-11-2015, 16:13
პირველად საქართველოსა და კავკასიაში მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული გაიხსნა.

2015 წლის 10-17 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მონაწილეობას იღებს მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულში, რომელსაც ექსპო-ჯორჯიას მესამე პავილიონი მასპინძლობს. გამოფენას ორგანიზებას უწევს საქართველოს განათლების სამინისტრო. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საგამოფენო ნაწილის ფარგლებში სხვადასხვა თემატურ სტენდს სთავაზობს დამთვალიერებელს. სამეცნიერო ტექნოლოგიური ინოვაციების მხრივ წარმოდგენილი იქნება სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში მონაწილე ინოვატორების და მეცნიერების მიერ შექმნილი ინოვაციური პროდუქტები, როგორიცაა MEMOGRAM. ასევე განთავსებული იქნება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის სტენდი GeoLab. სტენდზე წარმოდგენილი იქნება დრონი, გუგლ გლასი და ვირტუალური რეალობის სათვალეები - ოკულუსი, , რომლებსაც დამთვალიერებელი ადგილზე დატესტავს.

გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს როგორი იქნება საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი და რა სერვისებს შესთავაზებს ის ინოვატორებს.

14 ნოემბერს სპეციალურად ბავშვებისთვის მომზადდება მიკროელექტრონიკისა და პროგრამირების კუთხე. აქ შესაძლებლობა იქნება ისტრუქტორის დახმარებით პირველადი ცოდნა მიიღოთ მიკროელექტრონიკის და რობოტოტექნიკის მიმართულებით.

კვირეულის ჩატარების თარიღი სიმბოლურია. იგი 10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს გაიხსნა და 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღეს დასრულდება.

ინოვაციებისა და მეცნიერების კვირეულის მიზანია: სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა; ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა; საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება; ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის; ახალგაზრდა მკვლევართა მოტივაციის ზრდა; სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.

ცნობისთვის, კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება. კერძოდ, კონფერენციები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები და გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, სამეცნიერო კაფეები, სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვ.

გამორჩეული და საინტერესოა კვირეულის ლოგო, რომელზეც გამოსახულია ქართველი ხელოვანის, ბაჩა ხოფერიას (Dr. Love) ურბანული ხელოვნების ნიმუში: „ზეზვა და მზია იღებენ სელფის“, რომელიც შთაგონებულია დმანისში აღმოჩენილი ჰომინინის რეკონსტრუქციით. კვირეულის ლოგო განასახიერებს მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების სიმბოლურ გზას: უხსოვარი დროიდან დღემდე. „ზეზვა და მზია იღებენ სელფის“ გვახსენებს, რომ მეცნიერება ჩვენი ყოველდღიური, პრაქტიკული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

უპრეცედენტოა კვირეულის გეოგრაფია - თბილისი, თელავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ახალქალაქი, აბასთუმანი, იგოეთი, ალვანი, ზემო ვეჯინი.

კვირეულში მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მაიკროსოფტი - საქართველო, სან დიეგოს უნივერსიტეტი, შპრინგერის გამომცემლობა, აგრეთვე მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, გერმანია, შვეიცარია და, რაც მთავარია, კვირეულში მონაწილეობს ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი მოძრავი გამოფენით „ცერნი დღეს“ და „LHC ინტერაქტიული გვირაბი“. გამოფენა, რომელიც პირველად იმართება კავკასიის რეგიონში საშუალებას მისცემს დამთვალიერებლებს წარმოდგენა შეექნათ ამ მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრის საქმიანობასა და მის ბოლო აღმოჩენებზე. საამაყოა, რომ CERN-თან მჭიდროდ თანამშორმლობს ქართული უნივერსიტეტები, ცერნის პროექტებში ჩართულნი არიან ქართველი პროფესორები და სტუდენტები.

წელს, კვირეულის ჩატარებით ასე მასშტაბურად და საყოველთაოდ პირველად აღინიშნება ეს თარიღები, ხოლო მომავალი, 2016 წლიდან საფუძველი ჩაეყრება მნიშვნელოვან ტრადიციას: ჩვენი ქალაქი და ქვეყანა უმასპინძლებს მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს და შეუერთდება მსოფლიოს იმ წამყვანი ქალაქების რიცხვს, სადაც ანალოგიური ფესტივალები ტარდება.



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულზე"

10 ნოემბერი - სამშაბათი
16:00 - სამეცნიერო კაფე: დავით ლორთქიფანიძე - „დმანისის უახლესი აღმოჩენები"
ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3

11 ნოემბერი - ოთხშაბათი
16:00 - სამეცნიერო კაფე: ერმინე მაღრაძე - „კოლხური ხუფიდან შუა საუკუნეების ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიამდე".
ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3

12 ნოემბერი - ხუთშაბათი
16:00 - სამეცნიერო კაფე: ზურაბ მახარაძე - „მდიდრული ყორღანი ლაგოდეხიდან"
ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3

13 ნოემბერი - პარასკევი
16:00 - სამეცნიერო კაფე: დარეჯან კაჭარავა - „კოლხური თავსამკაული"
ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3

14 ნოემბერი - შაბათი
16:00 - ცნობილი ამერიკელი პალეო-არტისტის, ჯონ ანტონი გურჩის მიერ დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის მიხედვით შექმნილი ქანდაკების საზეიმო პრეზენტაცია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
შ. რუსთაველის გამზ. 3

15 ნოემბერი - კვირა
17:00 - სამეცნიერო კაფეს საზეიმო გახსნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის
ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) სადაც ერთობლივ ლექციას წაიკითხავენ ცნობილი ამერიკელი პალეო-არტისტი ჯონ ანტონი გურჩი და ცნობილი ქართველი მეცნიერები გია დვალი, ზაალ კოკაია და დავით ლორთქიფანიძე. ლექციის სათაურია „სამყარო და სიცოცხლე, რეკონსტრუქცია და მოდელირება"
შ. რუსთაველის გამზ. 3
ლექციაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტარაცია!

16 ნოემბერი - ორშაბათი
16:00 - სამეცნიერო კაფე: ნინო კალანდაძე - „ვანში აღმოჩენილი ბრინჯაოს განძის რესტავრაცია და ტექნიკური კვლევა"
ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3

17 ნოემბერი - სამშაბათი
18:00 - გამოფენის „ალექსანდრე ქართველი - ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი" გახსნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
(მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულის საზეიმო დახურვა)
შ. რუსთაველის გამზ. 3

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!
 
 

ასევე:

  • სამეცნიერო და ლიტერატურული თარგმანის კვირეული იხურება
  • ეროვნული მუზეუმის ეზოში Instagram გვერდის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა მოეწყობა
  • საერთაშოროსო კონფერენციებზე საქართველოდან 52 მეცნიერი გაემგზავრება
  • ეროვნულ მუზეუმში საეკლესიო ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მოეწყობა
  • გაიხსნა გამოფენა რეკონსტრუქცია: კულტ. მემკვიდრეობა და თანამედროვე მოდა






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge