დღეს გენდერული საკითხების შეფასების მიზნით ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართება » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

დღეს გენდერული საკითხების შეფასების მიზნით ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართება სიახლე
28-01-2010, 23:38
29 იანვარს, 12:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", გენდერული საკითხების შეფასების მიზნით ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია გაიმართება.
კვლევები "გენდერი და საზოგადოება: საქართველო" და "საქართველოს გენდერული პოლიტიკის ფინანსური განზომილებები" მიმოიხილავს გენდერული საკითხების სოციალურ, პიროვნულ, კულტუროლოგიურ და პოლიტიკურ ასპექტებს. ზოგადი სურათის გარდა, ყურადღება დაეთმო გენდერულ მდგომარეობას ისეთ სოციალურ ჯგუფებში, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობები და დევნილები. კვლევებში აგრეთვე განხილულია საქართველოს პოლიტიკის ფინანსური ასპექტები, ჯანდაცვის, განათლების და შრომის ბაზრის განვითარების გენდერული ტენდენციები.
კვლევები განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის "გენდერი და პოლიტიკა" ფარგლებში, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (შიდა) და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრას გახსნიან რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარლემენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკითხთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე; ლუის ბერმშო, შვედეთის საელჩოს პროგრამების ოფიცერი; და ინიტა პაულოვიჩა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გენდერისა და ეკონომიკის ექსპერტები.
 
 

ასევე:

  • სტუ-ში ჩატარდა კონფერენცია "მსოფლიო და გენდერი"
  • მსოფლიო დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
  • პროფესიული განათლების სფეროში რეფორმებს კონფერენცია მიეძღვნება
  • UNDP-სა და სტუ-ს შორის შეთანხმება გაფორმდა
  • AED საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამის განხორციელების შედეგებს წარმოადგენს






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge