AED საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამის განხორციელების შედეგებს წარმოადგენს » News.GTU.ge



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

AED საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამის განხორციელების შედეგებს წარმოადგენს სიახლე
10-03-2010, 02:39
12 მარტს, 15:00 საათზე, განათლების განვითარების აკადემია (AED) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISTT) საკონფერენციო დარბაზში (ზანდუკელის ქ. N16) აწყობს პრეზენტაციას. პრეზენტაცია შეეხება განათლების განვითარების აკადემიის (AED) მიერ USAID/საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამის განხორციელების შედეგების გაცნობას. წარმოდგენილი იქნება ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან ერთად (ISCT) საქართველოში ეფექტიანი მარვის საკითხებზე ჩატარებული კვლევის შედეგები და საჯარო პოლიტიკის საკითხებზე გამოცემული პუბლიკაცია "ეფექტიანი მართვის გამოწვევები საქართველოში".

პრეზენტაციაზე მოწვეული არიან სამთავრობო ორგანიზაციების, აშშ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოსაU(USAID) და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

პრეზენტაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ეფექტიანი მართვის საკითხებზე ფართო დიალოგის განვითარებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებას შორის, რაც მნიშვნელოვანია რეფორმების განსაზღვრისა და ეფექტური განხორციელებისთვის. ამგვარი ინიციატივის მაგალითია USAID/საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამისა და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISCT) მიერ ჩატარებული საჯარო პოლიტიკის "მრგვალი მაგიდები", სადაც ეფექტური მართვის საკითხებზე დისკუსიებში ჩაერთო სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დარგობრივი სპეციალისტები და ექსპერტები. სწორედ ამ დისკუსიების შედეგები გამოიცა პუბლიკაციად "ეფექტიანი მართვის გამოწვევები საქართველოში".

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ:

1. ჯაბა ებანოიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც ისაუბრებს სამინისტროს პარტნიორობაზე განათლების განვითარების აკადემიის (AED) მიერ განხორციელებულ USAID/საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამასთან და პროგრამის შედეგებზე სამინისტროში, განსაკუთრებით მოქალაქეთა მომსახურეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის კუთხით;

2. ჯონათან კონლი, აშშ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორი, რომელიც ისაუბრებს, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური დიალოგი საჯარო პოლიტიკის საკითხებზე და ამ კუთხით დიალოგის ინიცირება სამთავრობო და არა სამთავრობო სექტორსა და საზოგადოებას შორის, რისი გარკვეული ხელშეწყობაც გააკეთა განათლების განვითარების აკადემიამ (AED) UშAID/საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამის ფარგლებში;

3. ლარი ჰელდი, განათლების განვითარების აკადემიის (AED) წარმომადგენელი და USAID/საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამის დირექტორი, ისაუბრებს USAID საჯარო სამსახურის რეფორმის პროგრამის განხორციელების შედეგებზე;

4. მზია მიქელაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISCT) დირექტორის მოადგილე, ისაუბრებს ერთობლივად განხორციელბეული საჯარო პოლიტიკის "მრგვალი მაგიდებისა" და პუბლიკაციის "ეფექტიანი მართვის გამოწვევები საქართველოში" შესახებ.
 
 

ასევე:

  • ირინე ქურდაძე პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის განხორციელების ანგარიშს წარადგენს
  • სტუ-ში USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში კონფერენცია ტარდება
  • აშშ სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსის დანერგვას იწყებს
  • ენერგეტიკის დარგში საგანმანათლებლო ცენტრი ჩამოყალიბდება
  • რეგიონული განვითარების პერსპექტივების თემაზე კონფერენცია გაიმართება






  • 

    Wi-Fi
    UMTS
    WiMAX
    CDMA
    EDGE
    Cellular 3,5G
    HSPA
    Mobile WiMAX - 4G
    GSM
    GPRS



      ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
    GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge