|
16-02-2010, 11:48
გლაზგოში პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ამფიბია-ავტობუსების გამოცდა გრძელდება. ამფიბია-ავტობუსებს მოძრაობა შეუძლიათ როგორც ხმელეთზე, ასევე - წყალში. ”ამფიბუსის” პირველი საცდელი ჩაშვების დროს, მდინარე კლაიდის გადაცურვისას, კორპუსს დამცავი საჰაერო ბალიში მოსძვრა. 700 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ავტობუსი ნიდერლანდში შექმნეს. ის 45 მგზავრს იტევს. ავტობუსის კორპუსის წყალში ჩაშვებისთანავე საჭე მაღლა იწევა და ორი წყალქვეშა ძრავა იწყებს მუშაობას. ”ამფიბუსი” გლაზგოსა და შოტლანდიის ქალაქ რენფრუს დამაკავშირებელი ბორანის შემცვლელია. აღნიშნულმა ბორანმა მუშაობა არაეფექტურობის გამო მარტში შეწყვიტა. |
|