|
2-04-2010, 00:34
9 აპრილს, 18:00 საათზე, "თბილისი მარიოტში" CATS კენტერბერის წარმომადგენლები არაბრიტანელი სტუდენტებისთვის საუნივერსიტეტო საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებით საღამოს გამართავენ.
როგორც CATS კენტერბერის წარმომადგენლობაში აცხადებენ, მოწვეული სტუდენტებისთვის, მათი მშობლებისა და საგანმანათლებლო სააგენტოების წარმომადგენლებისთვის გამართულ ღონისძიებაზე განხილული იქნება საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომის, როგორც მსოფლიოში ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი პროგრამის უპირატესობა.
საღამოს CATS კენტერბერის ხელმძღვანელი მარი-ლუის ბენინგი უმასპინძლებს, რომელიც საერთაშორისო საბაკალავრო დიპლომისა და CATS კენტერბერიში სწავლების სპეციფიკაზე პრეზენტაციას გამართავს. ასევე სტიპენდიებისა და გრანტების შესახებ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაციას მიაწოდებს.
|
|