|
27-04-2010, 02:15
დღეს, 27 აპრილს, 12:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.naec.ge ) აბიტურიენტთა განცხადებების ელექტრონული ვერსიები განთავსდება. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, აბიტურიენტს შესაძლებლობა ექნება, თავად ნახოს განცხადების ელექტრონული ასლი, ასევე ოპერატორის მიერ ამ განცხადების საფუძველზე შეყვანილი ინფორმაცია.
სპეციალურ საძიებო სისტემაში შესვლა აბიტურიენტს სახელის, გვარისა და პირადობის მოწმობის 11 ციფრიანი პირადი ნომრის მითითების შემდეგ შეეძლება. განცხადებაში მითითებულ და ოპერატორის მიერ შეყვანილ ინფორმაციას შორის განსხვავების აღმოჩენის შემთხვევაში, აბიტურიენტი 10 მაისამდე უნდა დაუკავშირდეს გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
განცხადებების გადამოწმების პროცესი სკოლებዡა და სარეგისტრაციო პუნქტებშიც 10 მაისამდე იწარმოებს.
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 36421 აბიტურიენტია რეგისტრირებული.
2010 წელს ყველა აბიტურიენტი ჩააბარებს 4 გამოცდას. სახელმწიფო დაფინანსება ყველა გამოცდის შედეგის მიხედვით გაიცემა. |
|